იაპონიაში შინაურ ბინადართა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში
იაპონიაში შინაურ ბინადართა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში
"იაპონიაში კატებისა და ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია", - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ ტოკიოს სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  მკვლევარები.

აღმოჩნდა, რომ იაპონიაში  ძაღლები საშუალოდ 13,9, ხოლო კატები 11,9  წლამდე ცოცხლობენ. ბოლო წლების განმავლობაში, შინაური ბინადრების პირობები გაუმჯობესდა პროფესიონალი ვეტერინარების, ხარისხიანი საკვებისა და ქვეყანაში უპატრონო ცხოველების შემცირებით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, იაპონიაში დარეგისტრირებულია 19,8 მილიონი შინაური ცხოველი. ეს აღემატება ქვეყანაში 14 წლამდე ბავშვების რაოდენობას (იაპონიაში 15,9 მილიონი 14 წლამდე ბავშვია).

ექსპერტების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, იაპონიაში დაბალი შობადობა ფიქსირდება, ხოლო მარტოხელა
ადამიანების უმრავლესობას შინაური ბინადრები აჰყავთ.

ასევე იხილეთ:

იაპონიაში "მოხუცებულ" ძაღლთა თავშესაფარი გაიხსნა

იაპონიაში გაიხსნა კაფე
ზღარბებთან ერთად


იტალიაში მდებარე "კატების კუნძული", ტურისტებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დასახელდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?