ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა გაიმართა
ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მომზადდა. იგი მიმართულია ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვასა და ორგანიზებაზე.

ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი
ბაზის განვითარებას საქართველოში. კანონპროექტის მომზადების პორცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების
წარმომადგენლები.

შეხვედრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასევე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია, საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა და ბუნების დამცველთა მოძრაობა, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - მონკავშირი, (კლუბი „ბაზიერი“, კლუბი „ოჩოპინტრე“, „რემისია“), სამეცნიერო წრეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

data
ბრაკონიერებს რას უპირებთ ე.წ. კანონის დამცველებს ,რომლებიც დაუსჯელად ანადგურებენ მიწაზე და წყალში ყველაფერს .
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?