თბილისს ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია Mayhew Animal Home-ის ვეტერინართა გუნდი ესტუმრა
თბილისს ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია Mayhew Animal Home-ის ვეტერინართა გუნდი ესტუმრა
13 ოქტომბერს თბილისს ცხოველთა უფლებების დამცველი ბრიტანული ორგანიზაცია Mayhew Animal Home-ის (მეჰიუ ანიმალ ჰომ) ვეტერინართა გუნდი ესტუმრა.

ვიზიტის მიზანია ვეტ-ექიმთა საწვრთნელი პროგრამისა და ცხოველთა თავშესაფრის
მართვის გაუმჯობესებისთვის კონსულტაციებს გამართვა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკასთან ერთად, 16 ოქტომბერს, მეჰიუ
უსასყიდლოდ ჩაატარებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებს ქუჩის
ძაღლებისთვის.
მეჰიუს უფროსი ვეტ-ექიმი ურსულა გიოტსი და კლინიკის უფროსი
ვეტ-ექიმი მარიამ ჩხიკვიშვილი ბოლო სამი წელია, ატარებენ მსგავს აქციებს. 16 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ვეტ-ექიმები მაია გულაშვილი და ლილი მეჟლუმიანი.

16 ოქტომბერს სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები ჩაუტარდება ორმოცამდე ქუჩის
ცხოველს,
რომლებსაც ქართველი ცხოველთა დამცველები და მიმკედლებლები
მოიყვანენ კლინიკაში. პროცესში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს
შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ
მოკლე დროში ცხოველებზე ოპერაციის შესრულების უსაფრთხო მეთოდებს, ოპერაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისა და პოსტ-ოპერაციული პროცედურების ეფექტური მართვის გზებს, ოპერაციის შემდგომი გართულების რისკების შემცირების მიზნით.

მეჰიუ აგრძელებს თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალურ ცხოველთა მონიტორინგის
სააგენტოსთან. მუნიციპალურ თავშესაფარში მეჰიუ მორიგ საწვრთნელ კურსს ჩაატარებს და
ქართველ კოლეგებს ცხოველთა თავშესაფრის მართვის გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციას გაუწევს.

მეჰიუ აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს ისევე, როგორც ადგილობრივ ორგანიზაცია Dog Organization Georgia-სთან, რომელსაც აფინანსებს ქუჩის ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციისა და შემდეგ მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნებისთვის.

_


მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, მივიდნენ 2016 წლის 16 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკაში. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240.

საკონტაქტო ინფორმაცია:
კეროლაინ იეტსი 597222330
მარიამ მრევლიშვილი 577493009



მოამზადა თეო ბითაძემ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?