ცხოველთა დამცველების თხოვნა: მოარიდეთ თქვენი შინაური ცხოველი საახალწლო აქსესუარებს
ცხოველთა დამცველების თხოვნა: მოარიდეთ თქვენი შინაური ცხოველი საახალწლო აქსესუარებს
ცხოველთა დამცველები შინაური ბინადრების მფლობელებს თხოვენ, ყურადღება გამოიჩინონ საკუთარი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, როდესაც ნაძვის ხეს სხვადასხვა აქსესუარით მორთავენ, რადგან ე.წ. საახალწლო წვიმები და შუშის ბურთები, შესაძლოა, მათთვის საზიანო აღმოჩნდეს.

მეტიც, ისინი ცხოველის მფლობელებს ურჩევენ, თავი შეიკავონ სახლის საახალწლო წვიმებით გაფორმებისგან, რადგან თუ ის შემთხვევით კატის ან ძაღლის ორგანიზმში მოხვდება, შესაძლოა, ნაწლავები დააზიანოს. საუკეთესო შემთხვევაში, ცხოველს უკეთდება ოპერაცია, ხოლო უარეს შემთხვევაში - კვდება.

ასევე, შინაური ცხოველების დაცვა აუცილებელია ელექტრო ნათურებისგანაც. ძაღლმა ან კატამ თამაშის დროს დიდი ალბათობაა, მიიღოს დამწვრობა, შოკი ან
ტრავმა.

ცხოველთა მფლობელებს სიფრთხილე მართებთ შუშის სათამაშოებთანაც: შემთხვევით დამსხვრეულმა საახალწლო ბურთმა შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს
კატას (კატებს მოსწონთ მანათობელი ნივთები).

სტატისტიკურად, ყოველ ახალ წელს არაერთი ძაღლი და კატა ხვდება ვეტერინართან სხვადასხვა დაზიანებით, ძირითადი პრობლემა ნაწლავებში მოხვედრილი წვიმის ნარჩენებია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?