სამხრეთ კორეაში ძაღლების უმსხვილეს ბაზარს დახურავენ
სამხრეთ კორეაში ძაღლების უმსხვილეს ბაზარს დახურავენ
შინაური ცხოველების მოყვარულებს სიხარულის მიზეზი აქვთ: სამხრეთ კორეაში ძაღლების ხორცის ერთ-ერთი უდიდეს ბაზარს დახურავენ.

”ცხოველების დამუშავების ხელსაწყოებისა და გალიების ლიკვიდაციიდან ვიწყებთ. მომავალში ბაზარში ”მორანი” ძაღლების ხორცით ვაჭრობას შევაჩერებთ”, - განუცხადა ქალაქ სონამის წარმომადგენელმა კან ვონ-დუმ გამომცემლობა "The Korea Herald"-ს.

ყოველ წელს ამ ბაზრობაზე 80 000 ცოცხალი და მოკლული ძაღლი იყიდებოდა. ჩრდილოეთ კორეაში ძაღლის ხორცის მოხმარების 33%-ი სწორედ ამ ბაზარზე მოდიოდა.

Zooclub

სონამის მერმა ლი ჯე მენმა მაჰათმა განდის ციტატა მოიყვანა. მან განაცხადა: ”სონამი საკუთარ თავზე აიღებს ინიციატივას შეცვალოს სამხრეთ კორეის იმიჯი,
რადგან ერის დიდებულებასა და მის მორალურ პროგრესზე შეიძლება იმის მიხედვით იმსჯელონ, თუ როგორ ექცევა ის
ცხოველებს”.

Zooclub

ჩჯან ინ-იონგმა კორეის ცხოველების დაცვის ასოციაციის წარმოამდგენელმა ამ სასიამოვნო მოვლენას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: ”სონამმა ამგვარად დიდი ნაბიჯი გადადგა ძაღლის ინდუსტრიის შეცვლაში, მაგრამ მუდამ უნდა ვაკონტროლოთ ძაღლების ხორცის მაღაზიები ბაზარზე, რათა ვნახოთ, ნამდვილად ხდება მათი შეცვლა? ანუ შეაჩერეს თუ არა ძაღლების დახოცვა და ცვლიან თუ არა საკუთარ ბიზნესს”.

Zooclub

მორანის ბაზარი მსოფლიოს ცხოველთა უფლებადამცველებისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. აქ ცხოველებს სასტიკი მეთოდებით ხოცავდნენ (ელექტროშოკი, დახრჩობა, სასიკვდილო დარტყმა).
vaaa
ეს ძაღლები ქატმებივიტ არ ჰკავტ გამოკეტილი გალიაში? ისე პრინველები დს ცხოველები უპატრონოებიც და პატრონეიანნიც დაბალგანვიტარებულ ქვეკნებში უპრო უკეტესად არიან ვიდრე განვიტარებულ ქვეკნებში.ტავსჰესაპარი და საკვები ტუ აკლიატ გალიაში მაინც არ არიან განინწკვდეული 24 საატის განმავლობაში. ტქვენ საქონელი და ქატმები უნდა ნახოტ რა დგე ში ჰყავტ ხორცის ჭამის მადას დაკარგავტ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?