დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფ GFA-ის შეხვედრაზე ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფრთოების თემაზე იმსჯელეს
 დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფ GFA-ის შეხვედრაზე ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფრთოების თემაზე იმსჯელეს
26 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საკონსულტაციო ჯგუფ GFA-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფრთოების თემაზე იმსჯელეს. საკითხის განხილვაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და დუშეთისა და სტეფანწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მონაწილეობდნენ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამჟამად არსებულ საზღვრებში ყაზბეგის ეროვნული პარკი ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემების სრულფასოვან დაცვას, შესაბამისად, დღის წესრიგში პარკის გაფართოების საკითხის დაყენება და ჩატარებული
სამუშაოები უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს შეუწყობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოსისტემების უკეთ დაცვას, რეგიონში მდგრადი ტურიზმის
განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პრეზენტაციას გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ მხარდაჭერით გაიმართა.


წყარო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?