კახეთში გარეულ ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
კახეთში გარეულ ღორზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტში მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს, რომლებსაც მოკლული და გატყავებული ჰყავდათ 3 ცალი გარეული ღორი.

გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 3000 ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?