"ეს არის განსაკუთრებული სისასტიკე ცხოველების მიმართ" - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თავმჯდომარე, თეიმურაზ წიქორიძე.
"სამწუხაროდ, ეს საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად ამით თავიც კი
იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა, "Allnews.ge"-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცხოველთადამცველმა აღნიშნულ მუხლს მკვდარი მუხლი უწოდა და განმარტა, რომ ის მსგავსი ქმედების პრევენციას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
"ყველა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოველისადმი სისასტიკეზე მოქმედებს განსაკუთრებულად მკაცრი მუხლი. მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში, ცხოველის მიმართ სასტიკი დამოკიდებულება, 5-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 50-დან 100 ათას აშშ დოლარამდე ფულადი ჯარიმით ისჯება. საქართველოში მოქმედი კანონი ძალიან ლმობიერია, გარდა ამისა, სამართალდამცველები ამ კანონსაც არ ასრულებენ შესაბამისად", - განმარტა თეიმურაზ წიქორიძემ.
"უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ აქ თავშესაფარში გვყავს ძაღლი, რომელიც 4 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღით დღისით, ნუცუბიძის მეორე მიკროში დაცხრილეს. ადგილზე მივედით, გადავიღეთ რენდგენი, შესაბამისი მტკიცებულება გვქონდა, გამოვიძახეთ პოლიცია, კრიმინალური სამსახური და რა... არაფერი. მე პირადად ვარ მომჩივანი ვინმემ რამე დაადგინა და მოიკვლია? უკვე 7 თვე გავიდა", - განმარტა წიქორიძემ.
საკითხზე მსჯელობისას მან...
იხილეთ გაგრძელება...
იხილეთ ვიდეო
სალომე აბულაშვილი