ქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
ქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.

„სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა, მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოხერხდა მძღოლისა და უკანონო ნადირობში მონაწილე სხვა პირების ვინაობის
დადგენა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.
datiko48
მახსენდება 94-ტი როდესაც დამპალმა მხედრიონელმა ზოოპარკის ტერიტორიაზე მოკლა ირემი,გადჭრა წელზე და უკანა ბარკლის ნაწილები წაუღო "სუფრაზე"საძმაკაცოს,ვინც მოკლავს შველს ან მის ნუკრს მარტო ჯარიმა კი არა,ციხეში უნდა გამომწყვიდო მაგ უსისხლო ნაძირალები.ანადგურებენ ბუნების შვილებს და გაწყდა საქართველოში უნიკალური ფრინველთა და ცხოველთა ჯიშები,სამწუხაროდ.
1
არ ვიცი რამ გაუქვავა ასეთ ადამიანებს გული, ასეთ სასტიკ ამინდში, იმის ნაცვლად რომ როგორმე შევუმსუბუქოთ მდგომარეობა საბრალო ცხოველებს, უფრო მეტად უმძიმებენ გაუსაძლის ყოფას! ალალი იყოს ასეთ ადამიანებზე გიოს გინება!
gio
მაგათი დედის..... შ...ი სხვა ვერაფერი ნახეს ამ ზამთარში მოსანადირებელი? უხ თქვენი...
bebe
მიდით ქართველებო, იგულავეთ, ფუი...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?