კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
ფოთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნული უწყების თანამშრომლების განმარტებით, პალიასტომის ტბის მიმდებარედ მონადირეთა ოთხკაციანი ჯგუფი უკანონოდ ნადირობდა. მათივე თქმით, ისინი პალიასტომზე ნავით გადაადგილდებოდნენ და აკრძალული ხელსაწყოთი ნადირობდნენ.

,,ამ პიროვნებებს ჩამოერთვათ ოთხი ერთეული სანადირო თოფი, ცხრა მოკლული ნანადირევი გარეული იხვი. დაიწერა აქტები და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოს დაცვითი პატრულირებისა და სწრაფი
რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა კონსტანტინე ანთიამ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?