რონალდუ ცხოველების თავშესაფარს დაეხმარა
რონალდუ ცხოველების თავშესაფარს დაეხმარა
"რეალის" ფორვარდი და პორტუგალიის ნაკრების წევრი კრიშტიანუ რონალდუ  ცხოველთა თავშესაფარს ფინანსურად დაეხმარა. თავშესაფარი  პორტუგალიის ქალაქ გოვეიაში მდებარეობს, სადაც 80 ძაღლი ცხოვრობს. მათ საკვები, სამედიცინო დახმარება და ინვენტარი სჭირდებათ.

ყოველი ცხოველის მკურნალობა შესაძლოა 2 ათას ევრომდე ღირდეს, რის გამოც თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს. რონალდუმ შეიტყო ამის შესახებ და თავად შესთავაზა თავშესაფრის ხელმძღვანელობას დახმარება, რის შემდეგაც ფეხბურთელმა მათ მაისური საკუთარი ხელმოწერით გადასცა.

მაისურს აუქციონზე გაყიდიან, ხოლო შემოსული თანხა თავშესაფარს მოხმარდება.

"მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო რონალდუს. ეს უბრალოდ ყურადღებაა, თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი",
- ამბობს 101greatgoals-ის თავშესაფრის მფლობელი.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?