უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, რამაზ და დავით ადუაშვილები ნავიდან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ. მათ მოპოვებული ჰქონდათ 43 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2580 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა უკანონოდ მოპოვებული თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?