ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემოყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემოყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს
სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. ZooClub.ge-ი დაინტერესდა, თუ რას გვეუბნება ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა. განმარტებას სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია, იძლევა:

- ბატონო ლერი, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის სტატისტიკის თანახმად თავშესაფარში შემოყვანილია 6332 ძაღლი და 1523 კატა, რაც ჯამში შეადგენს 7855-ს. აქედან თავშესაფრიდან გაყვანილია 4174 (დაახლოებით, 53%), ევთანაზია ჩაუტარდა 1500 ცხოველს (დაახლოებით, 19%). რა დაემართა დანარჩენ 2181 ცხოველს (დაახლოებით, 28%)?
- სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე -
animalsmonitoring.ge. ეს ინფორმაცია თვეში ერთხელ ექვემდებარება განახლებას და მოიცავს სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის მონაცემებს, გარდა იმ
ცხოველებისა, რომელთა შემთხვევაშიც დაფიქსირდა სიკვდილი (უმეტესად, ასეთი შემთხვევები ხდება ლეკვებსა და კნუტებში, რომელთაც რამდენიმე დღე დაჰყვეს ქუჩაში საკვებისა და წყლის გარეშე, რამაც მათი დაუძლურება გამოიწვია).
- რატომ არ არის ასახული ზემოთ აღნიშნული ციფრი სტატისტიკაში?
- ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის, რომ ეს ციფრი სტატისტიკაში შეგნებულად არ არის ასახული, თუმცა, მისი გამოთვლა მარტივად შეიძლება. ეს მონაცემები სტატისტიკაში არ არის ასახული მხოლოდ მათი ნეგატიური ხასიათიდან, შინაარსიდან გამომდინარე; ცხადია, ძალიან ცუდია, რომ თავშესაფარში უსუსური და დაუძლურებული ცხოველები იღუპებიან. აქვე დავძენ, რომ 2017 წლის დასაწყისიდან სააგენტოს პროაქტიული სტატისტიკური მონაცემები შინაარსობრივად გაფართოვდა და, სხვა ახალ მონაცემებთან ერთად დაემატა ცხოველების საერთო ლეტალობის გრაფა, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან - ევთანაზია და სიკვდილი. ვისაც ეს თემა აინტერესებს, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ყოველი თვის ბოლოს ინფორმაცია ახლდება და იანვრის მონაცემები უკვე დევს.
- სად შეიძლება წინა წლების სტატისტიკის ნახვა?
- სააგენტო ამოქმედდა 2015 წლის იანვრიდან და შექმნის დღიდან ჩვენი საქმიანობის ამსახველ სტატისტიკას მუდმივად ვაქვეყნებთ. უბრალოდ, ამ ინფორმაციას საჯარო სივრცეში არ ვაარქივებთ. საჯარო სივრცეში დევს წლის სტატისტიკა. მაგალითად, 3 თებერვალს დაიდო 2017 წლის იანვრის მონაცემები და წლის ბოლომდე იქნება ეს ერთი ფაილი, რომელიც განახლდება ყოველი თვის ბოლოს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს მივაწვდით წინა წლების სტატისტიკასაც, ვინაიდან ეს ინფორმაცია საჯაროა.
- „გატარებულია რეაგირების ღონისძიება“ 16501 ცხოველზე, აქედან თავშესაფარში შეყვანილია 7855, სამაშველო ოპერაცია ჩატარებულია 256 (სავარაუდოდ, ცხოველებზე) შემთხვევაში, გამოვლენილია 758 სამართალდარღვევა (4%). რა სახის ღონისძიებებია ჩატარებული დანარჩენ 7632 (დაახლოებით, 46%) შემთხვევაში?
- გატარებული რეაგირების ღონისძიება ნიშნავს, რომ კონკრეტული შეტყობინება, შემოსული 112-ზე თუ წერილობით, შესაბამისი თანამშრომლის მიერ შეფასდა, როგორც სარეაგირო, ანუ შინაარსობრივად ემთხვეოდა საკრებულოს მიერ დადგენილ სავალდებულო რეაგირების საფუძვლებს და, შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე ეკიპაჟი გავიდა. თუმცა,  კომუნიკაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია ძალიან ხშირად არ ემთხვევა რეალობას. მაგალითად, ინიციატორი აცხადებს, რომ მისამართზე აგრესიული ძაღლია და ითხოვს მის გადაყვანას. შესაბამისი ნორმატიული აქტით აგრესია დადგენილია, როგორც ცხოველის დაჭერის და თავშესაფარში გადაყვანის სავალდებულო საფუძველი. ჩვენ, როგორც საგანგებო შემთხვევაზე რეაგირების დანაყოფს, უფლება არ გვაქვს, რეაგირება არ მოვახდინოთ. გავდივართ მისამართზე, ვაზუსტებთ ინფორმაციას, ჯგუფის კინოლოგი აკვირდება ცხოველს, შედის მასთან კონტაქტში, აწვდის საკვებს და ა. შ., ანუ ადგილზე ადგენს, რომ ძაღლი არაა აგრესიული, შესაბამისად, არ დასტურდება ამ კონკრეტული ინფორმაციის საფუძვლიანობა და არ ხდება რეაგირება. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია და ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. ანუ, სააგენტოში შემოსულ შეტყობინებებს აფასებს შესაბამისი თანამშრომელი. ამ სტადიაზე დგინდება, რომ, დაახლოებით, 50% შემთხვევა არ ექვემდებარება რეაგირებას და იფილტრება, ჯგუფის ადგილზე გასვლისას კი, დარჩენილი შემთხვევების ნახევარიც იფილტრება.
- მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს კითხვა, რა მექანიზმით დგინდება დაკბენის ფაქტი?
- დაკბენის ფაქტებთან დაკავშირებით ხშირია ე. წ. ცრუ შეტყობინებები, ჩვენ საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ ჩვენი შიდა პროცედურა ინფორმაციის ადგილზე დადასტურების სამ ვარიანტს მოიცავს: 1. ინიციატორი წარადგენს ანტირაბიული ცენტრის მიერ გაცემულ ცნობას, 2. ინიციატორი წარადგენს ცნობას სასწრაფოდან, 3. ეკიპაჟი ახდენს ვიზუალურ დათვალიერებას. თუ ამ სამიდან არცერთი არ/ვერ ხორცილდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციური განცხადებაა და ცხოველის გადაყვანა არ ხდება.
- „გატარებულია რეაგირების ღონისძიება“ 1273 ქვეწარმავალზე, აქედან თავშესაფარში შემოყვანილია 426. რა კონკრეტული ღონისძიებები ტარდება მათთან დაკავშირებით ადგილზე და თავშესაფარში?
- დაჭერის შემთხვევაში ქვეწარმავლები თავშესაფარში გადაგვყავს, სპეციალურ საცავში ვათავსებთ და დღის ბოლოს დაუსახლებელ ტერიტორიებზე ვუშვებთ, რადგან ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ (შხამიანი ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს). დანარჩენ შემთხვევაში ჯგუფის მისვლისას ქვეწარმავალი ადგილზე უკვე არ არის ან, შეიძლება, არც იყო და ვიღაცას მოეჩვენა. სხვა ტიპის ღონისძიებებს ქვეწარმავლებთან დაკავშირებით არ ვატარებთ. ჩვენ ვრეაგირებთ მხოლოდ საფრთხეების განეიტრალების მიზნით.
- რატომ არ არის ცალკე დათვლილი, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან, რამდენი დაუბრუნდა პატრონს?
- ჩვენ ამ მიმართულებით სტატისტიკის წარმოების დაინტერესება არ გვქონია. ამასთან, თითოეული სტატისტიკური მონაცემის ასახვას სჭირდება დამატებითი რესურსი ანუ თითოეული ციფრის უკან ადამიანების შრომა დევს და ყველა ამ სტატისტიკურ მონაცემს მთელ სააგენტოში აგროვებს მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელსაც კიდევ უამრავი სხვა ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, ეს რიცხვი ჩვენთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. სხვათაშორის, რომ გავიხსენოთ, ეს რიცხვი ძალიან მცირეა - წლის განმავლობაში, შეიძლება, 10-20 იყოს. რატომღაც, არ მოდის პატრონი დაკარგული ცხოველის მოძიების მიზნით. ისიც გავითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაციის პროცესი სულ წელიწადნახევარია რაც ტარდება, ხოლო იდენტიფიცირებული ცხოველების საერთო ჯამი, სადღაც, 6500-მდეა. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი არ არის ლოგიკური, მაგრამ ფაქტი სახეზეა - უამრავი ცხოველია, რომელიც, სავარაუდოდ, პატრონიანია, თუმცა,  პატრონის ვინაობა ვერ დგინდება.
- რამდენი დღე აქვს პატრონს, რომ მოაკითხოს თავის ცხოველს, სანამ სავალდებულო სტერილიზაციას გაუკეთებენ?
- პატრონის დადგენის პროცედურა 10-დღიანია, ეს გაწერილია წესში. 10 დღის შემდეგ ცხოველი ხდება „უპატრონო“ და, შესაბამისად, მას უტარდება ყველა ის პროცედურა, რაც დანარჩენ ცხოველებს.
- სტერილიზაცია/კასტრაცია გაუკეთდა 3981-ს (დაახლოებით, 51%). სტერილიზაციის შემდეგ რამდენი ცხოველი დაიღუპა თავშესაფარშივე?
- ჩვენ ვხელმძღვანელობთ სტერილიზაციის საერთაშორისო რეკომენდაციებით, რომლის მიხედვითაც ცხოველებს სტერილიზაცია 3 თვის ასაკიდან უტარდებათ. თავშესაფარს არ ჰქონია შემთხვევა, მოხსენების ბარათში (სადაც სიკვდილის მიზეზი იწერება) დაფიქსირებულიყო, რომ სტერილიზაციის დროს ან შემდგომ პერიოდში ცხოველი მოკვდა.
- ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთია, რომ არ იწერება და მეორე, რომ არ ხდება. ნებისმიერ ოპერაციას, ნებისმიერ ჩარევას, თავისი სიკვდილიანობის კოეფიციენტი აქვს.
- მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვქონია. ანუ, თავშესაფარში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის დროს ლეტალური შედეგი ჩვენ არ გვქონია. თუ ასეთი შემთხვევა გვექნება, აუცილებლად ავსახავთ სტატისტიკაში. თქვენ პირველი ხართ, ვინც ამით დაინტერესდა.
- თავშესაფრიდან გასულია ცხოველთა 53%, ხოლო სტერილიზაცია გაუკეთდა 51%-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველა გასტერილებული ცხოველი ცოცხალი გადის თავშესაფარიდან, გამოდის რომ 2% გაუსტერილებელი ტოვებს მას. ცხოველების რა კატეგორია შეადგენს ამ, მინიმუმ, 2%-ს?
- გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი პატრონისა თუ მიმკედლებლისთვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 2 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი პატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში. წესში მითითებული ეს 2-თვიანი ვადა გამომდინარეობს ლეკვების (კნუტების) ასაკიდან, რომელიც არ იძლევა სტერილიზაციის გაკეთების საშუალებას, წერილობით აღებული ვალდებულების საფუძველზე, შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ ცხოველს გაუკეთდება სტერილიზაცია. რაც შეეხება დოკუმენტურად დადასტურებულ ჯიშიან ცხოველებს, აუცილებელია დოკუმენტურად დამტკიცდეს, რომ ძაღლი ჯიშიანია. კერძოდ, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და მისი ნომერი ემთხვეოდეს სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ნომერს.
- შემოსული ცხოველების საერთო რაოდენობიდან რამდენია დაბირკული?
- შესაძლოა, ცხოველი განმეორებით მოხვდეს თავშესაფარში, თუ რაიმე შემთხვევა მოხდა, მაგალითად, დაკბენა ან ცხოველის ტრავმა. ეს მონაცემი ცალკე დათვლილი არ არის, თუმცა, რაოდენობრივად უმნიშვნელო, ძალიან მცირეა.
- რა მექანიზმებით კონტროლდება თავშესაფრიდან გასული ცხოველების შემდეგი ბედი?
- თავშესაფრიდან გადის 3 კატეგორიის ცხოველი: 1. პატრონიანი, 2. მიკედლებული, 3. უპატრონო. პატრონიან და მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებით დაწესებულია სავალდებულო საკონტროლო რეგისტრაცია. შესაბამისად, თუ პატრონი/მიმკედლებელი არ მოგვმართავს საკონტროლო რეგისტრაციის მიზნით 12 თვის გასვლის შემდეგ, ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეაგირება (დაჯარიმება). საკონტროლო რეგისტრაციისგან თავის არიდება შესაძლოა ნიშნავს, რომ ცხოველი დაკარგულია, ან მოკვდა ან გაგდებულია პატრონის მიერ. შესაბამისად, სწორედ საკონტროლო რეგისტრაციის მექანიზმი აძლევს სააგენტოს პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ყოველწლიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მიკედლებული ძაღლების რევაქცინაციის პროცესიც ხელს უწყობს კონტროლს. წინა ვაქცინაციიდან ერთწლიანი პერიოდის გასვლამდე 2 თვით ადრე ჩვენ ვურეკავთ მიმკედლებელს, ვახსენებთ, რომ ძაღლი ასაცრელია და ვუთანხმებთ დროს და ადგილს, რომ ძაღლი ასაცრელად დაგვახვედროს.
რაც შეეხება მესამე კატეგორიას, აბსოლუტურად უკონტროლოა. წარმოუდგენელია, რომ გააკონტროლო, დაახლოებით, 9 000 ძაღლი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება. ამის მექანიზმი ბუნებაში არ არსებობს.
- რამდენი დაბირკული/გასტერილებული ბუნებრივ არეალში დაბრუნებული/გაჩუქებული ცხოველი დაიღუპა პირველივე თვის განმავლობაში?
- თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენს ეს დავადგინოთ?
- პატრონიანი და მიკედლებულის შემთხვევაში გასაგებია, რომ ამის გარკვევა შესაძლებელია. მაგრამ, მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო შემთხვევა, როცა აქციით გაჩუქებული ლეკვი გადაგდებული იპოვა ერთ-ერთმა ცხოველთა მოყვარულმა - თიო ბეგოიძემ.
- ფაქტს ადგილი ჰქონდა ლეკვის გაჩუქებიდან რამოდენიმე დღეში. ამ ინფორმაციის მიღების და ყოფილი პატრონის დადგენის შემდეგ, მას შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა.
- რამდენად შეძლებდით ამ ფაქტის გამოვლენას, ეს ძაღლი ცხოველთა მოყვარულს რომ არ ეპოვა?
- ცხადია, რომ არა თიო ბეგოიძე, სააგენტო ამის შესახებ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიგებდა, საკონტროლო რეგისტრაციის ვადა რომ მოვიდოდა, მაგრამ სხვაგვარად ეს ვერც გაკონტროლდება. მიკედლებულ და პატრონიან ცხოველებთან დაკავშირებით ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ თქვენ კითხვა დასვით „უპატრონო ცხოველებზე“ და ძირითადი ნაწილი სწორედ უპატრონოა - გაჩუქებულია, დაახლოებით 16%, მიკედლებული - 13%, დანარჩენი 71% ბუნებრივ არეალშია გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ხალხი, რომელიც აქტიურობს, ეს თბილისისთვის ზღვაში წვეთია. მიკედლების და გაჩუქების თემა დღეს კოშმარულ მდგომარეობაშია. ვერანაირ ამინდს ეს სიტუაცია ვერ ქმნის. ჩვენს მიერ გასტერილებული ცხოველების ძირითადი ნაწილი ხვდება ისევ ქუჩაში. თუმცა, ცხოველების პოპულაციების მართვის მიზნებში, სააგენტოსთვის გაცილებით მიზანშეწონილია, გასტერილებული ცხოველი ისევ ქუჩაში დაბრუნდეს, რომ თავისი არეალი დაიცვას, სხვა ცხოველები არ შემოუშვას და ბალანსი შეინარჩუნოს.
ხაზს ვუსვამ, უპატრონო ცხოველების ბედის შემდგომი კონტროლის არანაირი მექანიზმი სააგენტოს დღეს არ გააჩნია. თუ ვინმეს ექნება იდეა, თუ როგორ არის ამის გაკეთება შესაძლებელი, ჩვენ მოვუსმენთ და, თუ მისაღები იქნება, გავითვალისწინებთ. მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება ამაში.
- რამდენად მისაღებია თავშესაფრისთვის და რამდენად წარმატებულად აფასებს მონიტორინგი თავის მუშაობას, როცა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემოყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს ცოცხალი, ხოლო დანარჩენი 47 % ან ევთანაზირებულია ან თავისი სიკვდილით დაიღუპა?
- ეს კითხვა ტენდენციურად მიმაჩნია. სააგენტოს საქმიანობის შეფასება წარმატებულად თუ წარუმატებლად და ბუნებრივი სიკვდილის რაოდენობა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.
- მაგრამ გამოდის, რომ თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების თითქმის ნახევარი ცოცხალი ვერ ტოვებს მას.
- თქვენი აზრით, რატომ?
- ჩემი აზრით, იმიტომ, რომ უამრავი ინფექციაა - ყველაზე მეტი სიცოცხლე ჭირს და ენტერიტს მიაქვს. ასევე, თქვენთან ძალიან დაბალი რაოდენობაა იმ ქირურგიული ოპერაციებისა, რომლებიც სტერილიზაცია/კასტრაციასთან კავშირში არ არის. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 21 ოპერაცია ჩატარდა მთელი წლის განმავლობაში. მე, მაგალითად, არა მგონია, ცხოველების თითქმის 30% თავისით რომ კვდება, მხოლოდ ლეკვებსა და კნუტებზე მოდიოდეს.
- ეს კითხვა ამოღებული გაქვთ საერთო კონტექსტიდან, ხოლო თუ საერთო კონტექსტს არ გავითვალისწინებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, პასუხი მიუღებელი იქნება. საერთო კონტექსტი რა არის? უნდა გვახსოვდეს, რა არის სააგენტოს ძირითადი ამოცანები.
- სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა, როდესაც სტატისტიკას გავეცანი. აღნიშნული სტატისტიკა ხომ არ არის გამოწვეული იმ ფაქტორით, რომ მონიტორინგის სამსახურის პრიორიტეტად პოპულაციის მართვაა დასახული, და არა - ცხოველთა კეთილდღეობა და დაცვა?
- აბსოლუტურად არ არის მართალი. სააგენტოს აქვს ორი ძირითადი ამოცანა: პირველი - საფრთხეების განეიტრალება. კერძოდ, როგორც მოვლა-პატრონობის წესში, ასევე სააგენტოს დებულებაში წერია, რომ პირველი ამოცანაა ადამიანის და სხვა ცხოველების დაცვა აგრესიისა და საშიში დაავადებების მატარებელი ცხოველებისგან; მეორე პრიორიტეტია, და არა - პირველი, როგორც თქვენ ამბობთ, პოპულაციის მართვა-კონტროლი და შემდგომ უკვე მოდის დამატებითი ამოცანები, რომლებიც სააგენტოს აკისრია. მაგალითად, არ ვიცი ხართ თუ არა საქმის კურსში, ძაღლებთან და კატებთან ერთად უკვე პირუტყვის კონტროლიც სააგენტოს დაეკისრა. რატომ აღვნიშნავ ამას? სააგენტოში ცხოველი ხვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქმნის პრობლემას. ჩვენ ამ ეტაპზე არა გვაქვს იმის რესურსი, რომ პოპულაციის მართვის ამოცანა პირველ ადგილზე დავაყენოთ. რესურსში ვგულისხმობ თავშესაფრის გაბარიტებს, ვოლიერების რაოდენობას, საოპერაციო სივრცეს, ვეტექიმების რესურსს, პოსტოპერაციული ვოლიერების რაოდენობას, მკურნალობის რესურსებს, სააგენტოს ბიუჯეტს და ა. შ. ამ ეტაპზე სააგენტო ასრულებს საფრთხეებზე რეაგირებას, პირველ ეტაპზე, და, თუ რესურსები რჩება, შემდეგ გადავდივართ პოპულაციის მართვის ღონისძიებებზე. ჩვენი ქვემდებარეა მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს: დაკბენა, აგრესია, დაავადების ნიშნები, ცხოველი არის დაკარგული, ცხოველი არის ტრავმირებული. 5 შემთხვევაა სულ. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ რეაგირების ვალდებულება არ გვაქვს. ამის შედეგად, ჩვენთან შემდეგი ტიპის ცხოველი ხვდება: დაავადებული, აგრესიული, ტრავმირებული და დაკარგული. ჩვენ მკურნალობის არანაირი რესურსი არ გვაქვს. თქვენ ახლა აღნიშნეთ, თუ რატომ არ ვაკეთებთ ოპერაციებს. ყოველდღიურად სააგენტოს ორი ექიმი ვეტერინარი (ერთი - 24-საათიიანი რეჟიმით, მეორე - 8-საათიანი რეჟიმით) დაახლოებით 15-20 სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციას აკეთებს, და გამორიცხულია, პარალელურად, სამკურნალო ოპერაციებიც ატაროს. თუმცა, სულ იმას გვაძახებენ: - რატომ ხართ ამდენიო? არ ვართ „ამდენი“. რეალურად, სააგენტოს რესურსი ძალიან მწირია და მუნიციპალიტეტს დღეს არ გააჩნია ქუჩაში მყოფი ათიათასობით ცხოველის თავშესაფარში შეყვანის და მკურნალობის საშუალება. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს.
- ინფექციური დაავადების გამო რომ ცხოველების ძალიან დიდი რაოდენობა იღუპება?
- იმიტომ, რომ სწორედ დაავადებული ცხოველები ხვდებიან თავშესაფარში. ის, რომ ლეტალობის ციფრი, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს აბსოლუტურად არ მიუთითებს სააგენტოს არაკორექტულ მუშაობაზე და აბსოლუტურად არასწორად არის კითხვა დასმული, რადგან ერთმანეთთან ეს კავშირში არ არის. სააგენტო მუშაობს ძალიან კარგად იმიტომ, რომ რეაგირებს ყველა გამოძახებაზე, ადგილზე ადგენს, არის თუ არა ძაღლი გადასაყვანი, გადაყვანის შემდეგ თავშესაფარში ყველა ცხოველს უტარდება კვლევა, თუ დგინდება, რომ ექვემდებარება ევთანაზიას, უტარდება ევთანაზია, თუ დგინდება, რომ არ არის არც დაავადებული, არც აგრესიული, უკეთდება სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაბრუნებთ ქუჩაში. ასევე, უამრავი სხვა ღონისძიებაა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს და, რა თქმა უნდა, სააგენტო მუშაობს კარგად. მაგრამ კითხვის მეორე ნაწილზე - ვართ თუ არა კმაყოფილნი, რომ ეს რიცხვი მაღალია? - რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილნი. ეს ჩვენგან გამომდინარე თემა კი არ არის, არამედ ჩვენს რთულ გარემოში არსებული რეალობაა - გავსებულია ქალაქი დაავადებული და აგრესიული ძაღლებით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ბუნებრივი სიკვდილის რიცხვი დიდია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვახდენდით იმ ცხოველების დაუყონებლივ ევთანაზიას, რომლებიც ხვალ ან ზეგ, სავარაუდოდ, დაიღუპებოდნენ, გვინდოდა რაღაცა შანსი მიგვეცა მათთვის. ეს თავშესაფრის შეგნებული ტენდენცია და პრაქტიკა იყო, რომელიც უკვე გადაიხედა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული ცხოველების დიდ წილს უსუსური და დაუძლურებული ლეკვები და კნუტები შეადგენენ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან თავშესაფარში სიკვდილიანობის რიცხვი მაღალი არ იქნება...
- ამის გარდა, რა ღონისძიებები ტარდება ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული 28%-ის შესამცირებლად?
- მთავარი და ძირითადი ღონისძიება ზოგადი სანიტარულ-ვეტერინარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ყველანაირი ინფექციების გავრცელების და სიკვდილიანობის შემცირების საშუალებას სწორედ ის საკარანტინო სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც თითქმის დავასრულეთ და, თუ არ ვცდები, ერთ თვეში უკვე გავუშვებთ. როგორც კი საკარანტინო სივრცეს გავუშვებთ, შევწყვეტთ ცხოველების მიღებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, სადღაც, 10-14 დღით. ამ პერიოდში გავისტუმრებთ ყველა ცხოველს, დავცლით თავშესაფარს და ჩავატარებთ გენერალურ დასუფთავებას, რაშიც სურსათის ეროვნული სააგენტოც გვეხმარება. ამის შემდეგ, ცხოველი თავშესაფარში მოხვდება მხოლოდ კარანტინისა და კვლევების გავლით. ამით ჩვენ მივაღწევთ ინფექციების გავრცელების შეჩერებას. კარანტინში 24 იზოლირებული ვოლიერია, რაც დღევანდელი მდგომარეობით საკმარისია, რადგან დღის განმავლობაში შემოდის, დაახლოებით, 15 ცხოველი.
- რამდენი იქნება საკარანტინო პერიოდი?
- დაკბენის შემთხვევაში 10 დღე, ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში, კვლევებს ვაკეთებთ იმავე ან მეორე დღეს.
- მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება დაავადება არ გამოვლინდეს ინკუბაციური პერიოდს გამო.
- მაგ ლოგიკით, 3-თვიანი კარანტინი უნდა გვქონდეს, მოხდება საქმიანობის პარალიზება. ჩვენ გადავდივართ ტესტურ ანალიზებზე, რომლებიც უშუალოდ დაავადებას ავლენენ.
- თქვენს თავშესაფარში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არაერთი ორგანიზაცია ყოფილა ჩამოსული. მიუქცევია თუ არა რომელიმეს ყურადღება ბუნებრივი სიკვდილით დაღუპულთა რაოდენობაზე?
სწორედ ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რომ იანვრიდან სააგენტო უკვე გადავიდა დასუსტებული დაუძლურებული ლეკვებისა და კნუტების პირდაპირ ევთანაზიაზე და არ დაელოდება მათ ე.წ. „ბუნებრივ სიკვდილს“. დარწმუნებულები ვართ, რომ გაცილებით ჰუმანურია სასიკვდილოდ განწირული ცხოველის ევთანაზია, ვიდრე მისი სიკვდილის ორ-სამ დღიანი მოლოდინი... მესმის, რომ ეს მძიმე თემაა, თუმცა, პოპულისტურ პრეტენზიებს სააგენტო არ მიიღებს - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, დაასაბუთოს და ალტერნატიული, რეალური გზა შემოგვთავაზოს.
- ეს რომელი ორგანიზაციაა?
- ნებისმიერი, რომელიც ჩვენთან რეალურად თანამშრომლობს. ასევე, მე ვფიქრობ, ნებისმიერი რეალური ცხოველთა დამცველი იგივე პოზიციას დააფიქსირებს.
- რა შეფასება გააკეთა? სად შეიძლება შეფასებებისა და რეკომენდაციების ნახვა?
- სააგენტოს საქმიანობა უცხოელი პარტნიორების მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. მთავარი პოზიტივი მდგომარეობს აშკარა და სწრაფ პროგრესში, რომელსაც სააგენტომ დროის მოკლე მანძილზე მიაღწია და კვალიფიციური პარტნიორები ამას ამჩნევენ. რა თქმა უნდა, არსებობს ნაკლოვანებები, რომელზედაც ხდება ყურადღების გამახვილება და სააგენტო მათ აღმოსაფხვრელად მაქსიმალურ ღონეს ხარჯავს. რაც შეეხება ამ შეფასებების და რეკომენდაციების გაცნობას, აღნიშნული ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯაროს (საჯაროა ინფორმაცია, რომელიც იქმნება და მუშავდება სამსახურის მიერ; სხვა პირების ან ორგანიზაციების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია საჯარო, რა თქმა უნდა, არ არის). თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია, მოგაწოდოთ საქართველოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.


აქვე გთავაზობთ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2016 წლის სტატისტიკას:



Zooclub
ფოტოს გასადიდებლად დააჭირეთ: https://drive.google.com/file/d/0B8xWMWuHw19sYktOWHVZaElLYUk/view


Zooclub
ფოტოს გასადიდებლად დააჭირეთ: https://drive.google.com/file/d/0B8xWMWuHw19sclBCcS0tZ2djbXc/view

2017 წლის იანვრის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ყველას აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.         ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შედეგები: სტატისტიკა - 2017 წლის იანვარი.pdf


ნატალია სლეპაკოვა - სპეციალურად ZooClub
.ge-სთვის.

სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ცხოველთა მოყვარულ საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. ზოოკლუბი დაინტერესდა, თუ რას გვეუბნება ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა. განმარტებას სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია, იძლევა:

- ბატონო ლერი, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის სტატისტიკის თანახმად თავშესაფარში შემოყვანილია 6332 ძაღლი და 1523 კატა, რაც ჯამში შეადგენს 7855--ს. აქედან თავშესაფრიდან გაყვანილია 4174 (დაახლოებით, 53%), ევთანაზია ჩაუტარდა 1500 ცხოველს (დაახლოებით, 19%). რა დაემართა დანარჩენ 2181 ცხოველს (დაახლოებით, 28%)?

- სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე - animalsmonitoring.ge. ეს ინფორმაცია თვეში ერთხელ ექვემდებარება განახლებას და მოიცავს სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის მონაცემებს, გარდა იმ ცხოველებისა, რომელთა შემთხვევაშიც დაფიქსირდა სიკვდილი ( უმეტესად, ასეთი შემთხვევები ხდება ლეკვებსა და კნუტებში, რომელთაც რამდენიმე დღე დაჰყვეს ქუჩაში საკვებისა და წყლის გარეშე, რამაც მათი დაუძლურება გამოიწვია).

- რატომ არ არის ასახული ზემოთ აღნიშნული ციფრი სტატისტიკაში?

- ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის, რომ ეს ციფრი სტატისტიკაში შეგნებულად არ არის ასახული, თუმცა მისი გამოთვლა მარტივად შეიძლება. ეს მონაცემები სტატისტიკაში არ არის ასახული მხოლოდ მათი ნეგატიური ხასიათიდან, შინაარსიდან გამომდინარე და, ცხადია, ძალიან ცუდია, რომ თავშესაფარში უსუსური და დაუძლურებული ცხოველები იღუპებიან. აქვე დავძენ, რომ 2017 წლის დასაწყისიდან სააგენტოს პროაქტიული სტატისტიკური მონაცემები შინაარსობრივად გაფართოვდა და, სხვა ახალ მონაცემებთან ერთად დაემატა ცხოველების საერთო ლეტალობის გრაფა, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან - ევთანაზია და სიკვდილი. ვისაც ეს თემა აინტერესებს, ჩვენს ოფიციალურ გვერდზე ყოველი თვის ბოლოს ინფორმაცია ახლდება და იანვრის მონაცემები უკვე დევს.

- სად შეიძლება წინა წლების სტატისტიკის ნახვა?

- სააგენტო ამოქმედდა 2015 წლის იანვრიდან და შექმნის დღიდან ჩვენი საქმიანობის ამსახველ სტატისტიკას მუდმივად ვაქვეყნებთ. უბრალოდ, ამ ინფორმაციას საჯარო სივრცეში არ ვაარქივებთ. საჯარო სივრცეში დევს წლის სტატისტიკა. მაგალითად, 3 თებერვალს დაიდო 2017 წლის იანვრის მონაცემები და წლის ბოლომდე იქნება ეს ერთი ფაილი, რომელიც განახლდება ყოველი თვის ბოლოს. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს მივაწვდით წინა წლების სტატისტიკასაც, ვინაიდან ეს ინფორმაცია საჯაროა. „გატარებულია რეაგირების ღონისძიება“ 16501 ცხოველზე, აქედან თავშესაფარში შეყვანილია 7855, სამაშველო ოპერაცია ჩატარებულია 256 (სავარაუდოდ, ცხოველებზე) შემთხვევაში, გამოვლენილია 758 სამართალდარღვევა (4%). რა სახის ღონისძიებებია ჩატარებული დანარჩენ 7632 (დაახლოებით, 46%) შემთხვევაში?

- გატარებული რეაგირების ღონისძიება ნიშნავს, რომ კონკრეტული შეტყობინება, შემოსული 112-ზე თუ წერილობით, შესაბამისი თანამშრომლის მიერ შეფასდა, როგორც სარეაგირო, ანუ შინაარსობრივად ემთხვეოდა საკრებულოს მიერ დადგენილ სავალდებულო რეაგირების საფუძვლებს და, შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე ეკიპაჟი გავიდა. თუმცა კომუნიკაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია ძალიან ხშირად არ ემთხვევა რეალობას. მაგალითად, ინიციატორი აცხადებს, რომ მისამართზე აგრესიული ძაღლია და ითხოვს მის გადაყვანას. შესაბამისი ნორმატიული აქტით აგრესია დადგენილია, როგორც ცხოველის დაჭერის და თავშესაფარში გადაყვანის სავალდებულო საფუძველი. ჩვენ, როგორც საგანგებო შემთხვევაზე რეაგირების დანაყოფს, უფლება არ გვაქვს, რეაგირება არ მოვახდინოთ. გავდივართ მისამართზე, ვაზუსტებთ ინფორმაციას, ჯგუფის კინოლოგი აკვირდება ცხოველს, შედის მასთან კონტაქტში, აწვდის საკვებს და ა. შ., ანუ ადგილზე ადგენს, რომ ძაღლი არაა აგრესიული, შესაბამისად, არ დასტურდება ამ კონკრეტული ინფორმაციის საფუძვლიანობა და არ ხდება რეაგირება. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია და ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. ანუ, სააგენტოში შემოსულ შეტყობინებებს აფასებს შესაბამისი თანამშრომელი. ამ სტადიაზე დგინდება, რომ, დაახლოებით, 50% შემთხვევა არ ექვემდებარება რეაგირებას და იფილტრება, ჯგუფის ადგილზე გასვლისას კი, დარჩენილი შემთხვევების ნახევარიც იფილტრება.

- მოსახლეობის დიდ ინტერესს იწვევს კითხვა, რა მექანიზმით დგინდება დაკბენის ფაქტი?

- დაკბენის ფაქტებთან დაკავშირებით ხშირია ე. წ. ცრუ შეტყობინებები, ჩვენ საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ ჩვენი შიდა პროცედურა ინფორმაციის ადგილზე დადასტურების სამ ვარიანტს მოიცავს: 1. ინიციატორი წარადგენს ანტირაბიული ცენტრის მიერ გაცემულ ცნობას, 2. ინიციატორი წარადგენს ცნობას სასწრაფოდან, 3. ეკიპაჟი ახდენს ვიზუალურ დათვალიერებას. თუ ამ სამიდან არცერთი არ/ვერ ხორცილდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციური განცხადებაა და ცხოველის გადაყვანა არ ხდება.

- „გატარებულია რეაგირების ღონისძიება“ 1273 ქვეწარმავალზე, აქედან თავშესაფარში შემოყვანილია 426. რა კონკრეტული ღონისძიებები ტარდება მათთან დაკავშირებით ადგილზე და თავშესაფარში?

- დაჭერის შემთხვევაში ქვეწარმავლები თავშესაფარში გადაგვყავს, სპეციალურ საცავში ვათავსებთ და დღის ბოლოს დაუსახლებელ ტერიტორიებზე ვუშვებთ, რადგან ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ (შხამიანი ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს). დანარჩენ შემთხვევაში ჯგუფის მისვლისას ქვეწარმავალი ადგილზე უკვე არ არის ან, შეიძლება, არც იყო და ვიღაცას მოეჩვენა. სხვა ტიპის ღონისძიებებს ქვეწარმავლებთან დაკავშირებით არ ვატარებთ. ჩვენ ვრეაგირებთ მხოლოდ საფრთხეების განეიტრალების მიზნით.

- რატომ არ არის ცალკე დათვლილი, თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან, რამდენი დაუბრუნდა პატრონს?

- ჩვენ ამ მიმართულებით სტატისტიკის წარმოების დაინტერესება არ გვქონია. ამასთან, თითოეული სტატისტიკური მონაცემის ასახვას სჭირდება დამატებითი რესურსი ანუ თითოეული ციფრის უკან ადამიანების შრომა დევს და ყველა ამ სტატისტიკურ მონაცემს მთელ სააგენტოში აგროვებს მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელსაც კიდევ უამრავი სხვა ფუნქცია აქვს. გარდა ამისა, ეს რიცხვი ჩვენთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. სხვათა შორის, რომ გავიხსენოთ, ეს რიცხვი ძალიან მცირეა - წლის განმავლობაში, შეიძლება, 10-20 იყოს. რატომღაც, არ მოდის პატრონი დაკარგული ცხოველის მოძიების მიზნით. ისიც გავითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაციის პროცესი სულ წელიწადნახევარია რაც ტარდება, ხოლო იდენტიფიცირებული ცხოველების საერთო ჯამი, სადღაც, 5000-მდეა. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი არ არის ლოგიკური, მაგრამ ფაქტი სახეზეა - უამრავი ცხოველია, რომელიც, სავარაუდოდ, პატრონიანია, თუმცა პატრონის ვინაობა ვერ დგინდება.

- რამდენი დღე აქვს პატრონს, რომ მოაკითხოს თავის ცხოველს, სანამ სავალდებულო სტერილიზაციას გაუკეთებენ?

- პატრონის დადგენის პროცედურა 10 დღიანია, ეს გაწერილია წესში. 10 დღის შემდეგ ცხოველი ხდება „უპატრონო“ და, შესაბამისად, მას უტარდება ყველა ის პროცედურა, რაც დანარჩენ ცხოველებს.

- სტერილიზაცია/კასტრაცია გაუკეთდა 3981-ს (დაახლოებით, 51%). სტერილიზაციის შემდეგ რამდენი ცხოველი დაიღუპა თავშესაფარშივე?

- ჩვენ ვხელმძღვანელობთ სტერილიზაციის საერთაშორისო რეკომენდაციებით, რომლის მიხედვითაც ცხოველებს სტერილიზაცია 3 თვის ასაკიდან უტარდებათ. თავშესაფარს არ ჰქონია შემთხვევა, მოხსენების ბარათში (სადაც სიკვდილის მიზეზი იწერება) დაფიქსირებულიყო, რომ სტერილიზაციის დროს ან შემდგომ პერიოდში ცხოველი მოკვდა.

- ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთია, რომ არ იწერება და მეორე, რომ არ ხდება. ნებისმიერ ოპერაციას, ნებისმიერ ჩარევას, თავისი სიკვდილიანობის კოეფიციენტი აქვს.

- მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვქონია. ანუ, თავშესაფარში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის დროს ლეტალური შედეგი ჩვენ არ გვქონია. თუ ასეთი შემთხვევა გვექნება, აუცილებლად ავსახავთ სტატისტიკაში. თქვენ პირველი ხართ, ვინც ამით დაინტერესდა.

- თავშესაფრიდან გასულია ცხოველთა 53%, ხოლო სტერილიზაცია გაუკეთდა 51%-ს. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველა გასტერილებული ცხოველი ცოცხალი გადის თავშესაფარიდან, გამოდის რომ 2% გაუსტერილებელი ტოვებს მას. ცხოველების რა კატეგორია შეადგენს ამ, მინიმუმ, 2%-ს?

- გამონაკლისი დაიშვება თავშესაფრიდან ახალი პატრონისა თუ მიმკედლებლისთვის გადასაცემ ცხოველებზე, ცხოველის გადაცემის მომენტიდან 2 თვის ვადაში სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ წერილობით აღებული ვალდებულების ან ახალი პატრონის სურვილისა და ცხოველის ჯიშის დოკუმენტალურად დადასტურების შემთხვევაში. წესში მითითებული ეს 2-თვიანი ვადა გამომდინარეობს ლეკვების (კნუტების) ასაკიდან, რომელიც არ იძლევა სტერილიზაციის გაკეთების საშუალებას, წერილობით აღებული ვალდებულების საფუძველზე, ასაკის მიღწევის შემდეგ ცხოველს გაუკეთდება სტერილიზაცია; რაც შეეხება დოკუმენტურად დადასტურებულ ჯიშიან ცხოველებს, გვქონდა კონკრეტული მაგალითი, როდესაც ძალიან ძვირადღირებული ძაღლი მოხვდა ჩვენს თავშესაფარში და დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მოხდა ეს გამონაკლისი. საუბარია იმაზე, რომ უნდა დამტკიცდეს, რომ ძაღლი ჯიშიანია. მაგალითად, გაუსტერილებელ მეტისს მოაკითხა პატრონმა და პასპორტში უწერია, რომ სუფთა სისხლის ნაგაზია. წესი აფიქსირებს, რომ ნარევი ჯიშის ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას ან გამრავლების შესაძლებლობის სხვაგვარ, მისთვის უვნებელი სახით, შეზღუდვას. თუ ჩვენი კინოლოგი ამბობს, რომ ეს ძაღლი მეტისია, პატრონს მოუწევს დოკუმენტურად იმის მტკიცება, რომ ძაღლი მეტისი არ არის. ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ემთხვეოდეს სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ნომერს.

- შემოსული ცხოველების საერთო რაოდენობიდან რამდენია დაბირკული?

- ცხოველი მეორედ შემოდის იმიტომ, რომ რაღაც შემთხვევა მოხდა, მაგალითად, დაკბენა ან ცხოველის ტრავმა. ეს მონაცემი ცალკე დათვლილი არ არის.

- რა მექანიზმებით კონტროლდება თავშესაფრიდან გასული ცხოველების შემდეგი ბედი?

- თავშესაფრიდან გადის 3 კატეგორიის ცხოველი: 1. პატრონიანი, 2. მიკედლებული, 3. უპატრონო. პატრონიან და მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებით დაწესებულია სავალდებულო საკონტროლო რეგისტრაცია. შესაბამისად, თუ პატრონი/მიმკედლებელი არ მოგვმართავს საკონტროლო რეგისტრაციის მიზნით 12 თვის გასვლის შემდეგ, ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეაგირება (დაჯარიმება). საკონტროლო რეგისტრაციისგან თავის არიდება შესაძლოა ნიშნავს, რომ ცხოველი დაკარგულია, ან მოკვდა ან გაგდებულია პატრონის მიერ. შესაბამისად, სწორედ საკონტროლო რეგისტრაციის მექანიზმი აძლევს სააგენტოს პატრონიანი და მიკედლებული ცხოველების ყოველწლიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მიკედლებული ძაღლების რევაქცინაციის პროცესიც ხელს უწყობს კონტროლს. წინა ვაქცინაციიდან ერთწლიანი პერიოდის გასვლამდე 2 თვით ადრე ჩვენ ვურეკავთ მიმკედლებელს, ვახსენებთ, რომ ძაღლი ასაცრელია და ვუთანხმებთ დროს და ადგილს, რომ ძაღლი ასაცრელად დაგვახვედროს.

რაც შეეხება მესამე კატეგორიას, აბსოლუტურად უკონტროლოა. წარმოუდგენელია, რომ გააკონტროლო, დაახლოებით, 10 000 ძაღლი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება. ამის მექანიზმი ბუნებაში არ არსებობს.

- რამდენი დაბირკული/გასტერილებული ბუნებრივ არეალში დაბრუნებული/გაჩუქებული ცხოველი დაიღუპა პირველივე თვის განმავლობაში?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენს ეს დავადგინოთ?

- პატრონიანი და მიკედლებულის შემთხვევაში გასაგებია, რომ ამის გარკვევა შესაძლებელია. მაგრამ, მაგალითისთვის, შემიძლია მოვიყვანო შემთხვევა, როცა აქციით გაჩუქებული ლეკვი გადაგდებული იპოვა ერთ-ერთმა ცხოველთა მოყვარულმა - თიო ბეგოიძემ.

- ჩვენ დავაჯარიმეთ ეს ადამიანი. 3 თვე ვეძებდით და პოლიციის საშუალებით მივაგენით.

- რამდენად შეძლებდით ამ ფაქტის გამოვლენას, ეს ძაღლი ცხოველთა მოყვარულს რომ არ ეპოვა?

- მხოლოდ 1 წლის მერე, საკონტროლო რეგისტრაციის ვადა რომ მოვიდოდა, მაგრამ სხვაგვარად ეს ვერც გაკონტროლდება. მიკედლებულ და პატრონიან ცხოველებთან დაკავშირებით ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ თქვენ კითხვა დასვით „უპატრონო ცხოველებზე“ და ძირითადი ნაწილი სწორედ უპატრონოა - გაჩუქებულია, დაახლოებით, 16%, მიკედლებული - 13%, დანარჩენი 71% - ბუნებრივ არეალშია გაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ხალხი, რომელიც აქტიურობს, ეს თბილისისთვის ზღვაში წვეთია. მიკედლების და გაჩუქების თემა დღეს კოშმარულ მდგომარეობაშია. ვერანაირ ამინდს ეს სიტუაცია ვერ ქმნის. ჩვენს მიერ გასტერილებული ცხოველების ძირითადი ნაწილი ხვდება ისევ ქუჩაში. ჩვენთვის გაცილებით მიზანშეწონილია, გასტერილებული ცხოველი ისევ ქუჩაში დაბრუნდეს, რომ თავისი არეალი დაიცვას, სხვა ცხოველები არ შემოუშვას და ბალანსი დაიცვას.

ხაზს ვუსვამ, უპატრონო ცხოველების ბედის შემდგომი კონტროლის არანაირი მექანიზმი სააგენტოს დღეს არ გააჩნია. თუ ვინმეს ექნება იდეა, თუ როგორ არის ამის გაკეთება შესაძლებელი, ჩვენ მოვუსმენთ და, თუ მისაღები იქნება, გავითვალისწინებთ. მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება ამაში.

- რამდენად მისაღებია თავშესაფრისთვის და რამდენად წარმატებულად აფასებს მონიტორინგი თავის მუშაობას, როცა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შემოყვანილი ცხოველების მხოლოდ 53% ტოვებს თავშესაფარს ცოცხალი, ხოლო დანარჩენი 47 % ან ევთანაზირებულია ან თავისი სიკვდილით დაიღუპა?

- ეს კითხვა ტენდენციურად მიმაჩნია. სააგენტოს საქმიანობის შეფასება წარმატებულად თუ წარუმატებლად და ბუნებრივი სიკვდილის რაოდენობა ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.

- მაგრამ გამოდის, რომ თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების თითქმის ნახევარი ცოცხალი ვერ ტოვებს მას.

- თქვენი აზრით რატომ?

- ჩემი აზრით, იმიტომ, რომ უამრავი ინფექციაა - ყველაზე მეტი სიცოცხლე ჭირს და ენტერიტს მიაქვს. ასევე, თქვენთან ძალიან დაბალი რაოდენობაა იმ ქირურგიული ოპერაციებისა, რომლებიც სტერილიზაცია/კასტრაციასთან კავშირში არ არის. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 21 ოპერაცია ჩატარდა მთელი წლის განმავლობაში. მე, მაგალითად, არა მგონია, ცხოველების თითქმის 30% თავისით რომ კვდება, მხოლოდ ლეკვებსა და კნუტებზე მოდიოდეს.

- ეს კითხვა ამოღებული გაქვთ საერთო კონტექსტიდან, ხოლო თუ საერთო კონტექსტს არ გავითვალისწინებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, პასუხი მიუღებელი იქნება. საერთო კონტექსტი რა არის? უნდა გვახსოვდეს, რა არის სააგენტოს ძირითადი ამოცანა.

- სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა, როდესაც სტატისტიკას გავეცანი. აღნიშნული სტატისტიკა ხომ არ არის გამოწვეული იმ ფაქტორით, რომ მონიტორინგის სამსახურის პრიორიტეტად პოპულაციის მართვაა დასახული, და არა - ცხოველთა კეთილდღეობა და დაცვა?

- აბსოლუტურად არ არის მართალი. სააგენტოს აქვს ორი ძირითადი ამოცანა: პირველი - საფრთხეების განეიტრალება. კერძოდ, როგორც მოვლა-პატრონობის წესში, ასევე სააგენტოს დებულებაში წერია, რომ პირველი ამოცანაა ადამიანის და სხვა ცხოველების დაცვა აგრესიის და საშიში დაავადებების მატარებელი ცხოველებისგან; მეორე პრიორიტეტია, და არა - პირველი, როგორც თქვენ ამბობთ, პოპულაციის მართვა; და შემდგომ უკვე მოდის დამატებითი ამოცანები, რომლებიც სააგენტოს ავალია. მაგალითად, არ ვიცი ხართ თუ არა საქმის კურსში, ძაღლებთან და კატებთან ერთად უკვე პირუტყვის კონტროლიც სააგენტოს დაეკისრა. რატომ აღვნიშნავ ამას? სააგენტოში ცხოველი ხვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქმნის პრობლემას. ჩვენ ამ ეტაპზე არა გვაქვს იმის რესურსი, რომ პოპულაციის მართვის ამოცანა პირველ ადგილზე დავაყენოთ. რესურსში ვგულისხმობ: თავშესაფრის ზომა, ვოლიერების რაოდენობა, საოპერაციო სივრცე, ვეტექიმების რესურსი, პოსტოპერაციული ვოლიერების რაოდენობა, სააგენტოს ბიუჯეტი, მკურნალობის რესურსები და ა. შ. ამ ეტაპზე სააგენტო ასრულებს საფრთხეებზე რეაგირებას, პირველ ეტაპზე, და, თუ რესურსები რჩება, შემდეგ გადავდივართ პოპულაციის მართვის ღონისძიებებზე. ჩვენი ქვემდებარეა მხოლოდ ის ცხოველები, რომლებიც ქმნიან პრობლემებს: დაკბენა, აგრესია, დაავადების ნიშნები, ცხოველი არის დაკარგული, ცხოველი არის ტრავმირებული. 5 შემთხვევაა სულ. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ რეაგირების ვალდებულება არ გვაქვს. ამის შედეგად, ჩვენთან შემდეგი ტიპის ცხოველი ხვდება: დაავადებული, აგრესიული, ტრავმირებული და დაკარგული. ჩვენ მკურნალობის არანაირი რესურსი არ გვაქვს. თქვენ ახლა აღნიშნეთ, თუ რატომ არ ვაკეთებთ ოპერაციებს. ყოველდღიურად სააგენტოს ორი ექიმი ვეტერინარი (ერთი - 24-საათიიანი რეჟიმით, მეორე - 8-საათიანი რეჟიმით) დაახლოებით 15-20 სტერილიზაციის/კასტრაციის ოპერაციას აკეთებს, და გამორიცხულია, პარალელურად, სამკურნალო ოპერაციებიც ატაროს. თუმცა სულ იმას გვაძახებენ: - რატომ ხართ ამდენიო? არ ვართ „ამდენი“. რეალურად, სააგენტოს რესურსი ძალიან მწირია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს შესაძლებელი იყოს.

- ინფექციური დაავადების გამო რომ ცხოველების ძალიან დიდი რაოდენობა იღუპება?

- იმიტომ, რომ სწორედ დაავადებული ცხოველები ხვდებიან თავშესაფარში. ის, რომ ლეტალობის ციფრი, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს აბსოლუტურად არ მიუთითებს სააგენტოს არაკორექტულ მუშაობაზე და აბსოლუტურად არასწორად არის კითხვა დასმული, რადგან ერთმანეთთან ეს კავშირში არ არის. სააგენტო მუშაობს ძალიან კარგად იმიტომ, რომ რეაგირებს ყველა გამოძახებაზე, ადგილზე ადგენს, რამდენად არის ძაღლი გადასაყვანი, გადაყვანის შემდეგ თავშესაფარში ყველა ცხოველს უტარდება კვლევა, თუ დგინდება, რომ ექვემდებარება ევთანაზიას, უტარდება ევთანაზია, თუ დგინდება, რომ არ არის არც დაავადებული, არც აგრესიული, უკეთდება სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაბრუნებთ ქუჩაში. ასევე, მილიონი სხვა ღონისძიებაა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს და, რა თქმა უნდა, სააგენტო მუშაობს კარგად. მაგრამ კითხვის მეორე ნაწილზე - ვართ თუ არა კმაყოფილნი, რომ ეს რიცხვი მაღალია? - რა თქმა უნდა, არ ვართ კმაყოფილნი. ეს ჩვენგან გამომდინარე თემა კი არ არის, არამედ ჩვენს რთულ გარემოში არსებული რეალობაა - გავსებულია ქალაქი დაავადებული და აგრესიული ძაღლებით.

აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ბუნებრივი სიკვდილის რიცხვი დიდია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვახდენდით იმ ცხოველების დაუყონებლივ ევთანაზიას, რომლებიც ხვალ ან ზეგ, სავარაუდოდ, დაიღუპებოდნენ, გვინდოდა რაღაცა შანსი მიგვეცა. ეს თავშესაფრის შეგნებული ტენდენცია და პრაქტიკა იყო, რომელიც უკვე გადაიხედა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებრივი სიკვდილით დაღუპული ცხოველების დიდ წილს უსუსური და დაუძლურებული ლეკვები და კნუტები შეადგენენ. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან თავშესაფარში სიკვდილიანობის რიცხვი მაღალი არ იქნება...

- ამის გარდა, რა ღონისძიებები ტარდება თავისი სიკვდილით დაღუპული 28%-ის შესამცირებლად?

- მთავარი და ძირითადი ღონისძიება ზოგადი სანიტარულ-ვეტერინარული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ყველანაირი ინფექციების გავრცელების და სიკვდილიანობის შემცირების საშუალებას სწორედ ის საკარანტინო სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომელიც თითქმის დავასრულეთ და, თუ არ ვცდები, ერთ თვეში უკვე გავუშვებთ. როგორც კი საკარანტინო სივრცეს გავუშვებთ, შევწყვეტთ ცხოველების მიღებას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, სადღაც, 10-14 დღით. ამ პერიოდში გავისტუმრებთ ყველა ცხოველს, დავცლით თავშესაფარს და ჩავატარებთ გენერალურ დასუფთავებას, რაშიც სურსათის ეროვნული სააგენტოც გვეხმარება. ამის შემდეგ, ცხოველი თავშესაფარში მოხვდება მხოლოდ კარანტინისა და კვლევების გავლით. ამით ჩვენ მივაღწევთ ინფექციების გავრცელების შეჩერებას. კარანტინში 24 იზოლირებული ვოლიერია, რაც დღევანდელი მდგომარეობით საკმარისია, რადგან დღის განმავლობაში შემოდის, დაახლოებით, 15 ცხოველი.

- რამდენი იქნება საკარანტინო პერიოდი?

- დაკბენის შემთხვევაში 10 დღე, ლაბორატორიული კვლევის შემთხვევაში, კვლევებს ვაკეთებთ იმავე ან მეორე დღეს.

- მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება დაავადება არ გამოვლინდეს ინკუბაციური პერიოდს გამო.

- მაგ ლოგიკით, 3 თვიანი კარანტინი უნდა გვქონდეს, მოხდება საქმიანობის პარალიზება. ჩვენ გადავდივართ ტესტურ ანალიზებზე, რომლებიც უშუალოდ დაავადებას ავლენენ.

- თქვენს თავშესაფარში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არაერთი ორგანიზაცია ყოფილა ჩამოსული. მიუქცევია თუ არა რომელიმეს ყურადღება თავისი სიკვდილით დაღუპულთა რაოდენობაზე?

სწორედ ესაა ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი, რომ იანვრიდან სააგენტო უკვე გადავიდა დასუსტებული დაუძლურებული ლეკვებისა და კნუტების პირდაპირ ევთანაზიაზე და არ დაელოდება მათ ე.წ. „ბუნებრივ სიკვდილს“. დარწმუნებულები ვართ, რომ გაცილებით ჰუმანურია სასიკვდილოდ განწირული ცხოველის ევთანაზია, ვიდრე მისი სიკვდილის ორ-სამ დღიანი მოლოდინი... მესმის, რომ ეს მძიმე თემაა, თუმცა პოპულისტურ პრეტენზიებს სააგენტო არ მიიღებს - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია, დაასაბუთოს და ალტერნატიული, რეალური გზა შემოგვთავაზოს.

- ეს რომელი ორგანიზაციაა?

- ნებისმიერი, რომელიც

- რა შეფასება გააკეთა? სად შეილება შეფასებების და რეკომენდაციების ნახვა?

- სააგენტოს საქმიანობა უცხოელი პარტნიორების მიერ პოზიტიურად არის შეფასებული. მთავარი პოზიტივი მდგომარეობს აშკარა და სწრაფ პროგრესში, რომელსაც სააგენტომ დროის მოკლე მანძილზე მიაღწია და კვალიფიციური პარტნიორები ამას ამჩნევენ. რა თქმა უნდა, არსებობს ნაკლოვანებები, რომელზედაც ხდება ყურადღების გამახვილება და სააგენტო მათ აღმოსაფხვრელად მაქსიმალურ ღონეს ხარჯავს. რაც შეეხება ამ შეფასებების და რეკომენდაციების გაცნობას, აღნიშნული ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯაროს (საჯაროა ინფორმაცია, რომელიც იქმნება და მუშავდება სამსახურის მიერ; სხვა პირების ან ორგანიზაციების მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია საჯარო, რა თქმა უნდა, არ არის). თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, შეგვიძლია მოგაწოდოთ საქართველოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ის მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

აქვე გთავაზობთ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2016 წლის სტატისტიკას

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?