“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ხვალ შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე პროექტის პრეზენტაციას გამართავს
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ხვალ შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე პროექტის პრეზენტაციას გამართავს
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (EPRC) პროექტის შედეგებისა და პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციას გამართავს თემაზე: ”შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში” და ”ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA-ის მოთხოვნებთან”.

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ცნობით, შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საკანონმდებლო დონეზე სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისათვის.

ევროკავშირი ითხოვს, რომ მსგავსი სისტემა დანერგილი ჰქონდეს ნებისმიერ მესამე ქვეყანას, რომელსაც სურვილი აქვს ივაჭროს ევროკავშირთან ცოცხალი ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. მსგავსი მოთხოვნა შეეხება საქართველოსაც, როგორც ევროკავშირთან DCFTA შეთანხმების მხარეს.
საქართველოში 297 ათასზე
მეტ შინამეურნეობას ჰყავს ერთი ისეთი შინაური ცხოველი მაინც (ძროხა, კამეჩი, ღორი, თხა, ცხვარი), რომელზეც ვრცელდება
აღნიშნული ვალდებულება.

”ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია. ერთი ინდივიდუალური ცხოველის დაავადების შესახებ ინფორმაციის ფლობა, ხელს შეუშლის სხვა ცხოველებში დაავადების გავრცელებას და ამცირებს ბაზარზე დაავადებული ცხოველური პროდუქციის მოხვედრას. ევრო დირექტივების მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით. მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება, მონაცემთა ელექტრონული ბაზა, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაცია და თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის/დროებითი სადგომის წიგნაკის წარმოება. ხოლო წვრიფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება (საყურე ნიშანი), თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკის წარმოება, გადაადგილების დოკუმენტის წარმოება და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება”, - აცხადებენ ცენტრში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოდან საქართველოში დაიწყო და დღემდე ყოველწლიურად გრძელდება მსხვილფეხა საქონლის მასიური იდენტიფიკაცია-ნიშანდების ღონისძიება.

2015 წლიდან დაიწყო წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და ჯამში იდენტიფიცირებულია 150 000-ზე მეტი საქონელი. 2015 წლის ბოლოსთვის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირუტყვის მთლიანი რაოდენობა შეადგენდა 2.4 მილიონზე მეტს.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №548-ით „ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“. ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.

დადგენილების შესაბამისად, ღორების მფლობელებმა უნდა მოახდინონ მათ საკუთრებაში არსებული ღორების რეგისტრაცია. მფლობელებმა უნდა მოახდინონ შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, ხოლო ვაჭრობით დაკავებულმა პირებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები ყველა გარიგების შესახებ.

დადგენილებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კვლევამ აჩვენა, რომ რეგისტრაციის მიზნების სწორად ახსნა საზოგადებისთვის დღეს სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

”ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხებას (DCFTA). DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი დირექტივის დანერგვა და სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სისტემის რეფორმირება. მოთხოვნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის სურსათის ჰიგიენის მოთხოვნები. დაწესებულია გარკვეული მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი, საწარმოს შენობის მიმართ, სათავსოების მიმართ, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მიმართ, აღჭურვილობისა და მოწყობილობებისადმი და სხვა. ასევე არის მოთხოვნები საქონლის დაფასოების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და პერსონალის პირადი ჰიგიენის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სწავლების მიმართ. ასევე, სპეციალური მოთხოვნებია სასაკლაოებისა და სასაკლაოების პროცესების მიმართ. წარმოების მთელი პროცესის ჰიგიენის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. განსაკუთრებით რთული იქნება მცირე საოჯახო მეურნეობებისთვის. მართალია, ეს მოთხოვნები საოჯახო მეურნეობებზე 2020 წლამდე არ ვრცელდება, მაგრამ 2020 წლამდე გარდამავალი პერიოდი საკმაოდ ეფექტურად შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც გარდამავალი პერიოდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული დახმარების პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს პროგრამები ძირითადად მიმართულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობას და გაზრდის ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს. მართალია რამდენიმე პროგრამას აქვს ტექნიკური დახმარების კომპონენტი, მაგრამ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რასაც DCFTA-ის მოთხოვნები წარმოშობს, საოჯახო და ფერმერულ მეურნეობებს უფრო მიზანმიმართული დახმარება სჭირდებათ. მითუმეტეს, რომ DCFTA-ის მოთხოვნების შესრულება სავალდებულო ხასიათს ატარებს და პირდაპირ კავშირშია ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტთან. DCFTA-ის მოთხოვნებიდან შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების გამოყოფა, კერძოდ, ახალი სისტემების დანერგვა და ისეთი ცვლილებების გატარება, სადაც ქართველ ფერმერებსა და საოჯახო მეურნეობებს უფრო მიზნობრივი დახმარება დასჭირდებათ. კერძოდ: დახმარება სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების შესასრულებლად; დახმარება საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპების (HACCP) დანერგვის მიმართულებით; დახმარება ეტიკეტირების მიმართულებით; დახმარება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიმართულებით; დახმარება Global Gap სტანდარტის დანერგვის მიმართულებით”, - აცხადებენ ცენტრში.









ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?