მინდორში საოცარი რამ აღმოაჩინეს...არავინ იცის ვინ დატოვა ისინი
მინდორში საოცარი რამ აღმოაჩინეს...არავინ იცის  ვინ დატოვა ისინი
რამდენიმე დღის წინ ცხოველთა გადარჩენის ცენტრში უცნაური ზარი მიიღეს. ინსპექტორი გამოძახებაზე წავიდა და მოგვიანებით განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტის მომსწრე არასოდეს ყოფილა: მას ქროულენდთან (ინგლისი) ახლოს მდებარე მინდორში ათასზე მეტი ფუმფულა წიწილა დახვდა. ფრინველები ერთმანეთთან ჩახუტებულები თბებოდნენ. წიწილები ერთი დღის გამოჩეკილები იქნებოდნენ. ბევრი მათგანი ყინვის გამო დაიღუპა, მაგრამ უმეტესობა გადარჩა. 

ინსპექტორმა კვლევა დაიწყო, რომ გამოევლინა, ვინ და რატომ იყიდა ადგილობრივი ფერმერისგან ამდენი წიწილა, ხოლო შემდეგ მინდორში მიატოვა. იგი ეჭვობს, რომ ა
დამიანი, რომელმაც ფრინველები შეიძინა, მოგვიანებით მიხვდა, რომ მათგან მოგებას ვერ მიიღებდა და წიწილები დატოვა.

Zooclub

"The Telegraph"-ის ცნობით, პატარა ფრინველები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?