თუ უნგრეთის თავშესაფრიდან ძაღლს აიყვანთ, მიიღებთ ერთ ყუთ ლუდს
თუ უნგრეთის თავშესაფრიდან ძაღლს აიყვანთ, მიიღებთ ერთ ყუთ ლუდს
"უნგრეთის ლუდის ქარხნის მფლობელმა ტამაშ სილადიმ გადაწყვიტა, უცნაური ხერხით დაეხმაროს უპატრონო ცხოველებს. მამაკაცი აჩუქებს ერთ ყუთ ლუდს მათ, ვინც თავშესაფრიდან ცხოველს აიყვანს," -წერს "Global News"-ი.

"ძალიან მინდა დავანახო ადამიანებს, რომ თავშესაფარში მცხოვრები ძაღლები არაფრით გამოირჩევიან სხვა შინაური ბინადრებისგან. მათაც შეუძლიათ გამოხატონ სითბო, სიყვარული და ერთგულება." - ამბობს ტომაშ სილადი.

ლუდის ქარხნის მფლობელი თანამშრომლობს ბუდაპეშტში მდებარე NOÉ Állatotthon Alapítvány-ის თავშესაფართან, რომელიც 1992 წლიდან არსებობს და დღეს იქ ათასზე მეტი ცხოველი ბინადრობს. ძაღლების გარდა მელიები, ირმები და ხარებიც არიან.

"ეს ძალიან კარგი
იდეაა და ჩვენ მადლობას ვუხდით ტომაშს. ერთი მხრივ, აქცია დაეხმარება ცხოველს, იპოვოს მზრუნველი პატრონი, ხოლო
მეორე მხრივ რაღაც ახალი და უპრეცენდენტო შემთხვევაა", - ამბობს ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენელი.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?