ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
ელექტროანძის დემონტაჟის დროს არწივების ბუდე არ დაზიანებულა - ადასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში N40 ბოძზე განთავსებული არწივის საბუდარი ადგილზეა. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იტყობინება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფრინველთა დაცვის ორგანიზაცია „საბუკოს“ განცხადება, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განხორციელდა ელექტროანძის დემონტაჟი, რომელზეც ბოლო ათწლეულის განმავლობაში განთავსებული იყო ბექობის არწივის აქტიური ბუდე, გადამოწმდა შესაბამისი სტრუქტურების მიერ და დადგინდა, რომ არწივების საბუდარი - N40 ბოძი ადგილზეა, ხოლო სამუშაოების პროცესში აღებულია სხვა ბოძი.

მათივე ცნობით, ტერიტორიიდან მოშორებით, დაფიქსირდა ბექობის არწივის წყვილი.
„გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ჯანდარას ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების
გადამოწმების საფუძველზე, ადასტურებს, რომ N40 ბოძი და მასზე განთავსებული ბექობის არწივის საბუდარი, ადგილზეა. ტერიტორიიდან მოშორებით, ასევე დაფიქსირდა ბექობის არწივის წყვილი.
ააიპ საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - „საბუკოს“ განცხადებით, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განხორციელდა ელექტრო ანძის დემონტაჟი, რომელზეც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განთავსებული იყო ბექობის არწივის აქტიური ბუდე. ინფორმაციის გადასამოწმებლად, 2017 წლის 24 მარტს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და „საბუკოს“ წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდარას ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ.

ადგილზე მოხდა ტერიტორიის დათვალიერება, შედგა აქტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დაწყებულია სამუშაოები. არწივების საბუდარი - N40 ბოძი, რომელიც მითითებულია სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანაგარიშში, ადგილზეა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, აღებულია სხვა ბოძი.
ბექობის არწივის წყვილი დაფიქსირდა ტერიტორიდან მოშორებით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. პირველადი მონაცემებით, სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის გარეშე. საკითხის საბოლოო შესწავლის შემდგომ, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?