საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
საქართველოში გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი ცხოველი მოკლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე - არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია.

მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს
გადაეგზავნება.

Zooclub
ეკა
ხო არ შეიძლება ყველაფერი გაჟლიტო ....
zura
როგორც ადამიანის მოკვლაა აკრძალული და ისჯება, ზუსტად ისევე უნდა აიკრძალოს ნებისმიერი გარეული ცხოველის თუ ფრინველის მოკვლა. და მონადირეობა და მონედირე როგორც ასეთი საერთოდ უნდა გაუქმდეს.
datiko48 -s
ზუსტად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
datiko48
დღეს სამწუხაროდ ადამიანის უმრავლესობაში აღარ არის დარჩენილი სიკეთის სულიერება,ბოროტი სული მძვინვარებს ყველგან,რას ერჩი ბუნების შვილს თქვე ნაძირლებო,ჯარიმას უნდა დაემატოს ციხეში ჩაყუდებაც!!!
era
შეეშვით რა ნადირობას... რას ამტკიცებთ მაგით. იმხელა უპირატესობა გაქვთ ცხოველთან.. 21-ე საუკუნეში ნადირობა სირცხვილად უნდა ითვლებოდეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?