მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა რამდენიმე წლის წინ პირობა დადო, რომ იგივე მოხდებოდა ინგლისსა და უელსში, მთავრობა რატომღაც აყოვნებს ამ საკითხის გადაწყვეტას.
ჯერ კიდევ 2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ შოტლანდიაში აჩვენა, რომ მცხოვრებთა 98% ცხოველების ცირკში მონაწილეობის წინააღმდეგია. რის შემდეგაც PETA შოტლანდიის მთავრობას დაუკავშირდა და ამ საკითხზე პეტიცია წარუდგინა, რითაც ამ აკრძალვის დაჩქარება მოსთხოვა.
პოლიტიკოსების დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ხალხის ხმა გაიგეს და შოტლანდიის მთავრობა პატივს სცემს