ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ბეწვის ფერმებს კრძალავს
ჩეხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ბეწვის ფერმებს კრძალავს
7 ივნისს ჩეხეთის პარლამენტში ქურქის მწარმოებელი ფერმების საკითხს კენჭი უყარეს. ხმათა უმეტესობით (132 161-დან) მიიღეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ბოლომდე ჩეხეთის ყველა ბეწვის ფერმა მუშაობას შეწყვეტს.

ამ ეტაპზე ცხოველთა დამცველებმა გაიმარჯვეს, თუმცა, კანონის ძალაში შესასვლელად ის სენატმა უნდა დაამტკიცოს და ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.

როგორც ჩეხმა დეპუტატმა, კრისტინა ზელიენკოვამ აღნიშნა, ცხოველები არ უნდა იტანჯებოდნენ მოდის გამო. მას ირჟი კოუბეკმაც აუბა მხარი და ფუმფულა ცხოველების გამრავლებას უწოდა ”ბიზნესი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს 21-ე საუკუნესთან”.

tretr
ტრე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?