მთაწმინდის პარკში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა MTATSMINDA 2017 გაიმართა (+ფოტო & ვიდეო)
10 ივნისს მთაწმინდის პარკში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა MTATSMINDA 2017 გაიმართა.

სხვა ნომინაციებთან ერთად, ჩატარდა ისეთი საინტერესო ჩვენებები, როგორიცაა:
”ნარევი ჯიშები“ (მეტისები),
„ბავშვი და ძაღლი“,
„ქალბატონი და ძაღლი“.

ნომინანტები ფასდებოდნენ, როგორც სილამაზისა და მოვლილობის, ასევე, ქცევისა და დამჯერობის მიხედვით.

საქართველოს კინოლოგიური კავშირის ხელმძღვანელის, მიხეილ მოდებაძის თქმით, „მეტისების ჩვენება” საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება, ხოლო ნომინაციები „ბავშვი და ძაღლი“ და „ქალბატონი და ძაღლი“ - კავშირის დაარსებიდან, 1983 წლიდან.
ბატონმა მიხეილმა განსაკუთრებით გამოჰყო ბავშვების ჩართულობის წახალისების მნიშვნელობა, რაც მათში ბუნებისა და ცხოველების მიმართ
სიყვარულის გაღრმავებას ემსახურება.
„ბავშვებში სიკეთის დათესვა ნებისმიერი კონოლოგის ვალია“, - აღნიშნა მან.

ნომინაციის „მეტისები“ განსაკუთრებულ
დატვირთვაზე უკრაინელმა მსაჯმა ვიქტორია ვიჩირკომ ისაუბრა:
„არსებობს საკონკურსო ძაღლები და არსებობს ძაღლები სულის სატკბობად. ჩვენ ახლა ვუმზერთ ნარევი ჯიშის ძაღლებს, რომლებსაც პირობითად „მეტისებს“ ვეძახით. და, ნახეთ, რა მოვლილები და ლამაზები არიან. მადლობა თქვენ ამისთვის... მადლობა მობრძანებისთვის. თქვენი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია“.

ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს კინოლოგიური კავშირის გაწვრთნილი ძაღლების საჩვენებელი პროგრამა, კობა სვანიშვილის ძაღლების წარმოდგენა და მრავალი სხვა საინტერესო სანახაობა.

ჩვენება იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ ავდარმა და სეტყვამაც კი ვერ შეუშალა ხელი და ვერ დაშალა მონაწილეები და მაყურებლები.

ჩვენება ყოველ წელს ტარდება და მისი ორგანიზატორია საქართველოს კინოლოგიური კავშირი GSSCU.

მსაჯები: ჩირო ბოიანი (იტალია), ვიქტორია ვიჩირკო (უკრაინა), სტეპან ზაქარიანი (სომხეთი), მერაბ გოგოლაძე (საქართველო).

გამოფენის სპონსორები იყვნენ: მთაწმინდის პარკი, ესპანური ფირმა დიბაქი (Dibaq) და ზოოლაიფი (Zoolife).

იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში გამოფენაში მეტი ძაღლი და მათი პატრონი მიიღებს მონაწილეობას.



ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის.

ფოტოები მოგვაწოდა ფიქრია ნაროუშვილმა.


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?