”მოწყენილი ბოქლომებიანი კარი” ზოოპარკში - ანუ 13 ივნისი 2 წლის მერე
”მოწყენილი ბოქლომებიანი კარი” ზოოპარკში - ანუ 13 ივნისი 2 წლის მერე
13 ივნისს უმძიმესი მოგონებები მოაქვს. დღეს მოგონება აახლებს ტკივილს. რაც უფრო გადის დრო - მით მცირდება სიტყვები, სამაგიეროდ, მძიმდება გული, რომელიც უფრო მეტად გრძნობს განვლილ საშინელებასა და მოზღვავებულ განცდებს ბოქლომებით კეტავს.

13 ივნისს ადამიანებთან ერთად უამრავი ცხოველის სიცოცხლე შეეწირა. ასე იხსენებენ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე 13 ივნისის ტრაგედიას:


”2 წლის წინ ამ კარს მიღმა მტაცებლების ფუსფუსა განყოფილება იყო. ახლა დაყუდებულა მოწყენილად და ბოქლომებს იმაგრებს გულზე.

2 წლის წინ ეს ბოქლომები მტაცებლების ვოლიერებს დარაჯობდნენ. ახლა უსაქმოდ კონწიალობენ და იმ დროს იხსენებენ,
ჟანგს რომ არ ჰქონდა შეჭმული მათი ღრიჭოები.

2 წლის წინ ეს საათი მუშაობდა. ახლა ზუსტად
იმ დროზეა გაჩერებული, როცა წყალმა დაფარა შენობა თავის საათიანად.

ეს კარი ჩვენმა თანამშრომლებმა გააკეთეს. და ახლაც მტაცებლების განყოფილებაში დევს.

უბრალოდ, აღარც არაფერს აღებს და აღარც არაფერს კეტავს.

დგას და 2 წლის წინანდელ ამბებს გვახსენებს. მდუმარედ, მაგრამ ყველაზე გასაგებად.

დღეს 13 ივნისია.”

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?