ლონდონში საშინელი ხანძრის დროს კატა გადაარჩინეს
ლონდონში საშინელი ხანძრის დროს კატა გადაარჩინეს
13 ივნისს, ლონდონის დასავლეთ ნაწილში, მაღალსართულიან  სახლ Grenfell Tower- ს ცეცხლი მოედო. ბრიტანეთის ისტორიაში ეს იყო ყველაზე დიდი ხანძარი, სადაც დაუზუსტებელი მონაცემებით 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.

დღევანდელი მონაცემებით, 68 დაზარალებული გადაყვანილია კლინიკაში. სამაშველო სამსახურის თქმით, ბოლო სამ სართულზე ადამიანების გადარჩენა ვერ შეძლეს.

იმ დროს, როცა ასობით ადამიანი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს, რთულია, იფიქრო ცხოველებზე, რომლებიც ასევე ხანძრის დროს დაიღუპნენ, თუმცა, ერთ-ერთ შინაურ ბინადარს ნამდვილად გაუმართლა და ცეცხლმოკიდებული შენობიდან თავი დააღწია.

Zooclub

პატარა ნაცრისფერი კატა პანჩო ხანძრის დროს შენობასთან იპოვეს. ცხოველი
ახლომდებარე ეკლესიაში გადაიყვანეს, იქ, სადაც გადარჩენილი ადამიანები დროებით იმყოფებოდნენ.

Zooclub

ადამიანები, რომლებიც ხანძრის შემდეგ პანჩოზე ზრუნავენ,
ვარაუდობენ, რომ ქაოსის დროს ცხოველმა და მისმა მფლობელმა ერთმანეთი დაკარგეს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ კატა კვლავ იპოვის თავის პატრონს.

"ჩვენ გვაქვს დაკარგული ადამიანების სია. ისინი ძალიან ბევრნი არიან. ორმოცდაათზე მეტი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ასამდე აღწევდეს", - ამბობს სამაშველო სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

Zooclub

შესაძლოა, სწორედ მათ შორის იყოს პანჩოს პატრონიც და შინაური ბინადარი მალე დაუბრუნდეს მას, რადგან ცხოველი ძალიან დათრგუნული და მოწყენილია უცხო ადამიანების გარემოცვაში.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?