"დღის თემა" - ძაღლებზე სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში: როგორ ისჯებიან მოძალადეები?
ძაღლებზე სასტიკი მოპყრობის ფაქტები საქართველოში - როგორ ისჯებიან მოძალადეები? ამ საკითხზე "დღის თემაში" ვრცლად ჟურნალისტი სალომე აბულაშვილი საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავში 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა ძაღლი სასტიკად აწამა და მოკლა.

19 ივნისს რუსთავის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - ,,დაისაჯოს მკვლელი!“ გაიმართა.

20 ივნისს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?