მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული მასტიფმა, სახელად მართამ მოიპოვა
მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული მასტიფმა, სახელად მართამ მოიპოვა
ეს ის ჯილდო არ არის, რომელზეც რომელიმე ჩვენგანი იოცნებებდა, მაგრამ 1970 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს ძაღლების მფლობელთა შორის. აშშ-ში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან ძაღლები და მათი მფლობელები, რათა მონაწილეობა მიიღონ "ყველაზე მახინჯი ძაღლების" კონკურსში.  გამარჯვებულს გადაეცემა 1500$,  გვირგვინი და ყველაზე შეუხედავი ძაღლის ტიტული.

2017 წელიც არ იყო გამორჩეული. ასობით ძაღლი მონაწილეობდა კონკურში და ასობით დამსწრე ესწრებოდა წარმოდგენას, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ გამარჯვებულის ხილვას.

საბოლოოდ, ტიტულის მფლობელიც გამოვლინდა. გაიცანით მართა, მასტიფი, რომელიც 2017 წელს, მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლი გახდა. მასტიფი ტიტულის მიღებით ბედნიერი არ ჩანდა,
თუმცა, არც გაბრაზებულა, რადგან მთელი წარმოდგენის მსვლელობისას თითქმის სულ ეძინა.

Zooclub

"მართა საოცრად მშვიდი ძაღლია. მას
არაფერი აღელვებს. როდესაც ის გამარჯვებულად გამოაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ხოლო თავად ტიტულის მფლობელი უსირცხვილოდ ხვრინავდა", - ამბობს ცხოველის მომვლელი შერლი ზინდერი.

Zooclub

მართას სხვა მონაწილე ძაღლებივით ბედნიერი ცხოვრება არასოდეს ჰქონია. ის აღმოაჩინეს, როდესაც პატრონი მის გასხვისებას ინტერნეტით ცდილობდა. როგორც აღმოჩნდა, ძაღლი დიდი ხნის განმავლობაში თვალის ინფექციით იტანჯებოდა  და მუდმივად ტკივილები აწუხებდა.

Zooclub

დღეს მართაზე ცხოველთა გადარჩენის ცენტრი ზრუნავს. რამდენიმე ქირურგიული ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ, ძაღლი ბევრად ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურება.

Zooclub

გასულ წლებში ყველაზე შეუხედავი ძაღლის ტიტული მიიღეს:

2016 - Sweepee Rambo

Zooclub

2015 – Rascal

Zooclub

2014 – Peanut

Zooclub

2013 – Walle

Zooclub

2012 – Mugly

Zooclub

2011 - Yoda

Zooclub

2010 – Abby

Zooclub

ასევე იხილეთ:


13 ყველაზე უშნო ძაღლი

ყველაზე ლამაზი ბულდოგი

მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის ტიტული 17 წლის ჩიხუახუას მეტისმა მოიპოვა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?