თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა
თბილისის ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა
თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, – ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ინიციატივის ჩამოყალიბების მიზეზებსა და იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც რეკრეაციული ზონების განვითარებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს.

"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნ
დათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი,
რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", – აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.
"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას," – განაცხადა თბილისის მერმა.


იხილეთ ვიდეო


თამარ კორკოტაშვილი
avtandil
რატომღაც მე ისე მახსოვს, რომ ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვასთან ახლოს დიდი ხნის ამბავია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თბილისს ზღვისაკენ განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, ამიტომ ადგილი კარგად უნდა იქნას შერჩეული ისე, რომ მომავლის გენერალურ გეგმაში კარგად ჩაჯდეს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?