დავით ნარმანიას შტაბი - ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს
დავით ნარმანიას შტაბი - ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს
თბილისის ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით არჩეული მერის დავით ნარმანიას შტაბი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი
და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების
ცნობის შემდეგ მიეწოდება", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას დავით ნარმანიამ ზოოპარკის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის ინიციატივაზე ისაუბრა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?