"გამოფენაში მონაწილეობისთვის უნდა იყოს აუცილებლად ჯიშიანი ძაღლი და უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი მოწმობა, ეს კი არის საგვარეულო ნუსხა. მხოლოდ ამ მოწმობის წარდგენის შემდეგ აძლევენ მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღების უფლებას. ყველა აქ მოსული სტუმარი იბრძვის ტიტულის მოსაპოვებლად და ჩვენდა სამწუხაროდ, უმეტესად სწორედ სტუმრები იგებენ",- განაცხადა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
დღევანდელ გამოფენაზე სულ
დღეს ტიტულის მოსაპოვებლად მივიდა საკუთარ ძაღლთან ერთად თათული ქათამაძეც. სამოედურ ლაიკას, რომელიც თეთრი ფერისაა და შესანიშნავად გამოიყურება, გამარჯვების იმედი აქვს. თათულის თქმით, მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველ წელს იღებენ.
"ძალიან მიხარია ესეთი ღონისძიებები, მინდა, რომ მონაწილეობა სულ მივიღოთ და ბევრი თასი მოვაგროვოთ.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვიტყვი, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს და იმედია ხელცარიელები არ წავალთ. ჩემს ლაიკას სხვადასხვა სიგელი აქვს აღებული, ასევე სამი თასი და რაც მთავარია, საქართველოს ჩემპიონიცაა",- განაცხადა თათული ქათამაძემ.
ცხოველებს და პატრონს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ისინი მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ყველაზე ერთგულ და საუკეთესო მეგობარს. ამხნევებდნენ და ერთად იბრძოდნენ წარმატებისთვის.
ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლი იღებს.
წყარო: ამბები.Ge
იხილეთ ვიდეო: ბრძოლა ყველაზე ჯიშიანის ტიტულისთვის - ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში