რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ბიჭმა ლეკვი სადისტურად მოკლა (+ვიდეო)
რუსთავში 18 წლის ახალგაზრდამ 1 თვემდე ლეკვი ჩაქოლა. ეს ფაქტი 29 სექტემბრის საღამოს მოხდა. მომხდარი ქუჩაში განთავსებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ აღიზიანებენ ახალგაზრდები უსახლკარო ლეკვიან ძაღლს და მისი აგრესიის პროვოცირებას ახდენენ, ხოლო შემდეგ დაუნდობლად კლავენ უსუსურ ლეკვს. აღნიშნული ფაქტის ფოტოებიც არსებობს, სადაც კედლებზე სისხლის კვალია აღბეჭდილი.

როგორც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა, "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების" თავმჯდმარემ, მარიამ ჩხიკვიშვილმა გვაცნობა, რუსთავში მომხდარი ფაქტი ადამიანის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე, არსებობს თვითმხილველი, რომელიც არსებულ ვიდეოში ფიგურირებს, მაგრამ იგი
იმდენად დააშინეს, რომ ჩვენების მიცემის ეშინია.

მარიამ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უმოწყალოდ უსწორდება 18 წლის სრულწლოვანი უსუსურ, თვალაუხელელ ლეკვს მაშინ, როდესაც თვითონ იყო დედა ძაღლის ადეკვატური რეაქციის გამოწვევის მიზეზი.

"ცივილურ საზოგადოებაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. რუსთავში მომხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის 259-ე მუხლის სრული დარღვევაა, რაც მკაცრ რეაგირებას მოითხოვს, მითუმეტეს, როდესაც არსებული მასალა საკმარისია დამნაშავის დასასჯელად. მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა საქართველოში და აუცილებელია მათზე ადეკვატური რეაგირება", - აცხადებს მარიამ ჩხიკვიშვილი.

Zooclub

"ფეისბუქ-გვერდის", არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ინფორმაციით, "რუსთავის პოლიციის სამმართველომ საქმე ახალგაზრდების წინააღმდეგ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით აღძრა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იხილეთ ვიდეო: "შემზარავი კადრები: რუსთავში სამმა ბიჭმა ლეკვი სასტიკად მოკლა"
kusa_na
უპატრონო ნაბიჭვრები,ნაგვები და არაკაცები როგორ აჩენს ღმერთი ასეთ ნაბიჭვვრებს?ღმერთი ამას არ აპატიებს არავის,მინდა რომ ისეთივე წამებაში ამიგხდეთ სული როგორც იმ ლეკვს მოუსპეთ სიცოცხლე და უფრო უარესადაც.....
salomexucishvili@mail.ru
პასუხი უნდა აგონ აუცილებლად....თავი მაგარი ტიპები რომ გონიათ :@
kawia
ამნაირი დედა აფეთქებულები არიან ქალებს რომ კლავენ,სუსტთან მაგარია,ფულადი ჯარიმა რა სათქმელია უნდა მიუსაჯონ და მაგრად ცემონ.
lika
ცხოველთა დამჩველები თავშესაფრის პრობლემებზეც საუბრობენ და ძალიან ბევრი ცდილობს, უპატრონო ცხოველების დაბინავებას, გაჩუქებას, ვერ ვიგებ თქვენნაირი ადამიანები რატომ ღიზიანდებიანიმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გაუბედურებული ცხოველების უფლებისთვის იბრძვიან. ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს არც ადამიანებისთვის და არც ცხოველებისთვის. რა გინდა ?საერთოდ რას მოითხოვენ ესეთი ადამიანები ვერ ვიგებ.
i 456
ცხოველთა დაცვის საზოგადოება! რომ დაიწყებთ ხოლმე ძაღლებივით წკავწკავს და ყეფას ,თავშესაფრების პრობლემებზე რატომ არ ყმუიხართ? ახლა გეცოდებათ ეს საწყალი უპატრონო ძაღლები? თქვენ კიდევ ხალხო თავი ძალიან კეთილი რომ გგონიათ რითი ხართ იმ ბიჭზე ნაკლები? ჩაქოლეთ,დაწვით,მოკალით -ასეთია თქვენი კომენტარები .ვაი თქვენ და თქვენნაირებს!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?