როდის დაიწყება ზოოპარკის გადატანა და რა მოეწყობა ძველ ტერიტორიაზე - მერისა და პრემიერის კომენტარი
როდის დაიწყება ზოოპარკის გადატანა და რა მოეწყობა ძველ ტერიტორიაზე - მერისა და პრემიერის კომენტარი
"გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტის მიხედვით ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაიწყება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მისი წინასაარჩევნო კამპანიის პროგრამით დაანონსებული იყო თბილისის ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"იქიდან გამომდინარე, რომ ზოოპარკის ტერიტორია ძლიერ დაზიანდა, ამ ტერიტორიაზე გადარჩენილი ცხოველები აქ შეგვიძლია მხოლოდ დროებით მოვათავსოთ. სხვა შემთხვევაში, როგორც კი უახლოეს დღეებში მოვრჩებით გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას, დავიწყებთ პროექტის მიხედვით ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს", - აღნიშნა ნარმანიამ.

ზოოპარკის ადგილზე სარეკრეაციო პარკის მოწყობის
შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"იდეის დონეზე ზოოპარკის სხვაგან გადატანა და მის ადგილზე სარეკრეაციო პარკის
გაკეთება იგეგმება" - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკის გადატანის საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

იხილეთ სრულად
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?