მამაკაცს სამუდამოდ ემახსოვრება ის დღე, როცა ეს უცნაური არსება საკუთარ ბაღში აღმოაჩინა. წლების განმავლობაში მას ვერავინ პოულობდა...
მამაკაცს სამუდამოდ ემახსოვრება ის დღე, როცა ეს უცნაური არსება საკუთარ ბაღში აღმოაჩინა. წლების განმავლობაში მას ვერავინ პოულობდა...
ცოტას თუ მოსწონს მცოცავი და მფრინავი არსებები. ზოგიერთ ადამიანს მათ მიმართ ფობიური შიშიც აქვს და სხვადასხვა სახეობის მწერის ხილვისას ისტერიკაც ემართება.

სინამდვილეში, მწერების უმეტესობა, რომლებიც ჩვენ გარშემო ბინადრობს, უვნებელია და მათ ადამიანის უფრო მეტად ეშინიათ. მაგალითად, ობობა კიდევ ერთი "მონსტრია", რომლის ხილვაც ბევრისთვის შიშისმომგვრელია.

ობობები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება, ადამიანისთვის საშიშროებას ნაკლებად წარმოდგენს, მაგრამ არსებობენ შხამიანი სახეობები, რომელთა ნაკბენიც სასიკვდილოდ საშიშია.

რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით უძველესი სახეობის ობობა იპოვეს.

ჩინელი ფერმერი ლი ვენჰუა საკუთარ ბაღში ფორთოხალს უვლიდა, როდესაც უნიკალური გარეგნობის ობობა აღმოაჩინა.

Zooclub

ლიმ უცნაური მწერი დაიჭირა და მეზობლებს აჩვენა. ადამიანები გაოცებულნი იყვნენ, მსგავს არსებას ისინი პირველად ხედავდნენ.

ფერმერი ობობის წარმომავლობით დაინტერესდა და ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია. ლი აღწერილობით მიხვდა, რომ ეს უცნაური არსება "ციკლოკოსმია" (Cyclocosmia truncate) იყო.

Zooclub

ციკლოკოსმია დიდად არ გამოირჩევა სხვა ობობებისგან. ის ცხოვრობს მიწის ქვეშ გაკეთებულ ფუღუროში და ნადავლისთვის მოიპოვებს იმ მწერებს, რაც  მის გარშემო ბინადრობს.

ჩინეთში მდებარე მწერების მუზეუმის დირექტორმა ჩაო ლიმ ფერმერის ეჭვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბაღში ნაპოვნი ობობა ნამდვილად იყო უძველესი
სახეობა, რომელიც დღევანდელობაში ადამიანის თვალს იშვიათად ხვდება.

Zooclub

სპეციალისტებმა მის შესახებ ცოტა რამ იციან. ის 2000 წელს ჩინეთის პროვინცია სიუჩუნში აღმოაჩინეს, მას შემდეგ დღემდე ეს სახეობა სულ 6-ჯერ ნახეს.

Zooclub

"ეს ობობა სამეცნიერო კვლევებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი  იშვიათობას წარმოადგენს პროვინცია სიუჩუნში. რამდენიმე წელია, ვეძებ მას, თუმცა, ამ დრომდე არასოდეს მინახავს. ის თითქოს მოუხელთებელია", - ამბობს მწერების ექსპერტი.

Zooclub

პირველად ციკლოკოსმია მოხსენიებული იყო ძველ ჩინურ ლექსიკონში, რომელიც ჩვ.წ. აღ.-მდე მე-2 საუკუნით თარიღდება.

Zooclub

ფერმერმა გადაწყვეტილებით, ბაღში ნაპოვნი არსება გადაეცა "მწერების ექსპერტს", რომელიც მას შეისწავლიდა.

Zooclub

შესაძლოა, არაერთი კოლექციონერი და სპეციალისტი ისურვებდა ამ არსების პოვნას, რადგან ობობა თავისი უნიკალური გარეგნობით ყველას გაოცებას იწვევს.

ასევე იხილეთ:

ჰიბრიდი ცხოველები - ისინი სინამდვილეში არსებობენ

ის უიშვიათესი ზვიგენის სახეობას წარმოადგენს

ამ კადრების გადასაღებად რამდენიმე წელი ნადირობდნენ. გაიცანით მოუხელთებელი უდაბნოს კატა!

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ბოლო სიახლეები
ატრაქციონი “ადრენალინის ნარკომანებისთვის” - ტურისტები წყალქვეშ 5-მეტრიან ნიანგს სტუმრობენ.
25.09.2017
გაგაცნობთ იმ ხალხურ გამონათქვამებს კატების შესახებ, რომლებისაც ჩვენს წინაპრებს დიდი ხნის
24.09.2017
ფოტოზე აღბეჭდილი ძაღლი თავიდან ყველას გაბრაზებული გონია, მაგრამ ეს
24.09.2017
ზღარბები პატარები და რუხი ფერისანი არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ადვილად მოხვდნენ საბურავებში.
23.09.2017
"უსახლკარო მამაკაცმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც საერთო საცხოვრებელში
22.09.2017
19 სექტემბერს მექსიკაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, არაოფიციალური მონაცემებით,
22.09.2017
სპეციალისტებმა ტეხასის სანაპიროზე ქარიშხალ “ჰარვის” შემდეგ აღმოჩენილი ამოუცნობი კბილებიანი არსების იდენტიფიცირება მოახდინეს.
21.09.2017
მხოლოდ მათ, რომლებიც ადამიანებთან ერთად არ ცხოვრობენ.
21.09.2017
ფრინველები თავს ძალიან თავისუფლად ატრიალებენ. ეს მათი ხერხემლის თავის ქალასთან დამაკავშირებლის თავისებურებითაა გამოწვეული.
21.09.2017
პატარა გოგონა არაბელა სულ რამდენიმე დღისაა, მაგრამ მან უკვე ბევრი რამ შეიტყო
20.09.2017
დარვინი და სინდი ქემერონები მთებში დაკარგულ ძაღლს, სახელად მოს, 3 თვე ეძებდნენ.
20.09.2017
სოციალური ქსელის მომხმარებელთა განსჯის საგანი არა მარტო პატარა იორკშირული ტერიერის
20.09.2017
ფაუნის ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ, ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება.
19.09.2017
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარი და ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ასე თვლის ამერიკელი დიზაინერი ენტონი რუბიო.
19.09.2017
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?