15 ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე სახლობდა ჩვენს პლანეტაზე
15 ყველაზე დიდი ცხოველი, რომელიც ოდესმე სახლობდა ჩვენს პლანეტაზე
ყველასთვის ცნობილია, რომ 235 მილიონი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები გაჩნდნენ. ათეული მილიონობით წლის მანძილზე ეს გიგანტები მსოფლიოს ნამდვილი ბატონები იყვნენ. იმ დროს ფლორა და ფაუნა უჩვეულო ზომებით გამოირჩეოდა, ამიტომ არქეოლოგიური აღმოჩნები კიდევ და კიდევ გვაოცებს. აი, ყველაზე უცნაური გიგანტი-ცხოველბი, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე.

ტიტანობოა
გადაშენებული გველის სახეობა, რომელიც თანამედროვე კოლუბიის ტერიტორიაზე 61,7—58,7 მილიონი წლის წინ სახლობდა.
მახრჩობელა გველის ახლო ნათესავი სიგრძეში 13 მეტრს აღწევდა, ხოლო მისი წონა ტონაზე მეტი იყო. მტაცებელს არ ქონდა შხამი, ამიტომ თავის მსხვერპლს უბრალოდ ახრჩობდა და
ყლაპავდა.
Zooclub

სირიული აქლემი
ამ ცხოველის სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. "უდაბნოს გიგანტური გემი" სირიაში დაახლოებით 100 000 წლის წინ ცხოვრობდა. ცხოველის ნაწილები პირველად 2005 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ძველი ადამიანი აქტიურად ნადირობდა აქლემებზე, რამაც შესაძლოა,  ამ სახეობის გადაშენება გამოიწვია.
Zooclub

მოზაზავრი

ეს ზღვის არსებები 17 მეტრს აღწევდნენ. ქონდათ მასიური და ბასრი კბილები. იკვებებოდნენ სხვა მოზაზავრებითა და პლეზიოზავრებით.
Zooclub

ლიოპლევროდონი

ზღვის რეპტილიის კიდევ ერთი სახეობაა. ცხოვრობდა იურულ პერიოდში. მონსტრის სიგრძე 25 მეტრს შეადგენდა და დაახლოებით 100 ტონას იწონიდა. მტაცებელი მსხვილი თევზით, მოლუსკებით და სხვა ზღვის რეპტილიებით იკვებებოდა.
Zooclub

სარკოზუხი
ნიანგების სახეობა, რომელიც უძველეს ხანაში თანამედროვე აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. სარკოზუხი 12 მეტრს აღწევდა სიგრძეში, ხოლო მისი წონა 8 ტონას შეადგენდა. ის ნიანგისებრთა ერთ-ერთი უმსხვილესი საეხობაა, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე.
Zooclub

ინდრიკოტერი

ხმელეთის ყველაზე მაღალი (5 მეტრამდე სიმაღლის) და ყველაზე მძიმე (20 ტონა) ძუძუმწოვართაგანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. ეს ცხოველი 20-30 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იკვებებოდა ფოთლებითა და ბუჩქებით, სახლობდა აზიაში.
Zooclub

ვეშაპისებრი ზვიგენი

ჩვენ დროს მცხოვრები ყველაზე დიდი ზვიგენი. მისი სიგრძე 11 მეტრს აღწევს და დაახლოებით 180 კილოს იწონის, მაგრამ ეს არ არის ზღვარი. იკვებება პლანქტონომით.
Zooclub

ლიდსიხტისი

უკვე გადაშენებული იურული პერიოდის გიგანტური თევზი. ლინდსიხტისის სიგრძე 30 მეტრი იყო, იწონიდა 19 ტონას. ვეშაპისებრი ზვიგენის მსგავსად, იკვებებოდა პლანტკონით.
Zooclub

კრონოზავრი

პლანეტის გიგანტი ცხოველი. მისი სიგრძე 10 მეტრს აღწევდა და 18 ტონას იწონიდა. დასახელება ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ტიტანი კრონის საპატივცემულოდ მიიღო.
Zooclub

აზიური სწორეშვიანი სპილო
ის უძველეს ხანაში ინდოეთისა და იაპონიის ტერიტორიაზე ბინადრობდა.
Zooclub

შასტაზავრი
იხტიოზავრების გვარიდან. ოდესმე აღმოჩენილთაგან ზღვის უმსხვილესი რეპტილია. მისი სიგრძე 20 მეტრს აღწევდა, წონა კი 35 ტონას. სავარაუდოდ, ის მოლუსკებით იკვებებოდა.
Zooclub

მეგალოდონი
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი თევზი. ზემტაცებლის სიგრძე საშუალოდ 15 მეტრს აღწევდა და 47 ტონამდე იწონიდა. ეს სახეობა 1.6 მილიონი წლის წინ გადაშენდა.
Zooclub

სპინოზავრი
ყველა დროის უმსხვილესი ხორცისმჭამელი დინოზავრი, რომელიც თანამედროვე ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა. სპინოზავრის ზომები იყო: 18 მ. სიგრძე და წონა - 20 ტონა. დინოზავრს შეეძლო ცურვა და მისი საკვები ძირითადად თევზი იყო.
Zooclub

არგენტინოზავრი
მსოფლიოს მთელი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უმსხვილესი ცხოველია. ჯერჯერობით მისი ჩონჩხის ნაწილია აღმოჩენილი, ამიტომ მისი სიგრძის თაობაზე აზრი მერყეობს 22-დან 35 მეტრამდე, ხოლო წონა 60-დან 108-მდე.
Zooclub

ლურჯი ვეშაპი

ყველაზე დიდი თანამედროვე ცხოველი, სავარაუდოდ დედამიწაზე ოდესმე თუ ახლა მხოვრებთაგან ყველაზე მსხვილი. მისი სიგრძე 33 მეტრს აღწევს, ხოლო წონით 150 ტონას შეიძლება სცილდებოდეს. ინტენსიურმა წარმოებამ მათი პოპულაცია ძალიან შეამცირა.
Zooclub
ada
მისი სიგრძე 11 მეტრს აღწევს და დაახლოებით 18 კილოს იწონის, ხა ხა, ძაან გამხდარი ყოფილა
ss-ს
15 მეტრიანი დაიჭირეს ინდონეზიაში. მაგრამ ეგ გინესის რეკორდებშია. ანუ არსებობს შეიძლება, მაგრამ ეგ არის რეკორდი და არა ჩვეულებრივი. 13 მეტრი კი ტიტანობოას ჩვეულებრივი სიგრძე იყო როგორც მივხვდი
ss
13 მეტრიანი გველები დღეს არ არსებობენ ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ბოლო სიახლეები
თუ ოდესმე ზრდასრული ადამიანი კატისთვის ტუჩსაცხის წასმას მოისურვებს ან ძაღლს ადამიანის ტანისამოსში
19.11.2017
დეკემბერში საქართველოში ევროპელი, ამერიკელი და აზიელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება,
18.11.2017
2015 წლის სექტემბრიდან ლონდონში კატების, მელიებისა და კურდღლების 360-ზე მეტი მკვლელობა მოხდა.
18.11.2017
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაშლას დაუშვებლად მიიჩნევს.
17.11.2017
სამხრეთ აფრიკა, კრუგერის ეროვნული პარკი - საუცხოო ადგილი, სადაც ბინადრობს არაერთი
17.11.2017
ავსტრალიაში მცხოვრებ უძრავი ქონების აგენტს ძალიან გაუმართლა, რადგან სამსახურეობრივი მოვალეობის
17.11.2017
არაერთი ისტორია გვსმენია ან წაგვიკითხავს სხვადასხვა სახეობის ცხოველის
17.11.2017
მამაკაცი იძულებული გახდა, სამსახურის გამო, თავისი ძაღლი
17.11.2017
სხვადასხვა ჯიშს ბეწვის სახეობის მიხედვით სუნიც სხვადასხვა ინტენსივობის აქვს, მაგრამ ყველა ძაღლს უფრო მძაფრი სუნი აქვს, როდესაც სველია.
16.11.2017
ექიმი აირტონ აურინო ფერნანდე 39 წელია, რაც დაკავებულია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით.
16.11.2017
პორტუგალიის ზღვისა და ატმოსფეროს ინსტიტუტის თანამშრომლებმა ალგარვეს რაიონის ნაპირებთან ჟაბოებიანი ზვიგენი (Chlamydoselachus anguineus) დაიჭირეს.
16.11.2017
თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით,
15.11.2017
კურიერებს ყოველდღე არაერთი ამანათის დანიშნულების ადგილზე მიტანა უწევთ და ხშირ შემთხვევაში,
15.11.2017
ყველასთვის ცნობილია, რომ ძაღლები ფერებს ნაწილობრივ აღიქვამენ, თუმცა, ეს მათთვის
15.11.2017
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?