გლდანში კნუტი გადაარჩინეს
გლდანში კნუტი გადაარჩინეს
თბილისში დღეს კიდევ ერთი პატარას სიცოცხლე გადაარჩინეს.
მიმდინარე წლის 5 ივნისს 12:02 სთ-ზე გლდანის მე-5 მკრ-ის 21-ე კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ანა ახობაძისგან 112-ის სამაშველო სამახსურში შევიდა შეტყობინება, რომ 9 სართულიანი კორპუსის სხვენიდან საჰაერო მილში ჩავარდნილი იყო კნუტი, რომელიც დაახლოებით 15 დღე იმყოფებოდა გაჭედილი სინკარებს შორის. კნუტის კნავილი უკვე აღარ ისმოდა. ყოველი წუთი მნიშნელოვანი იყო მის გადასარჩენად.

მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე 112-ის სამაშველო სამსახურის რეაგირების ჯგუფი ადგილზე 12:16 სთ-ზე გამოცხადდა. ვითარებაში გარკვევის შემდეგ, დაიგეგმა შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები: ბინის პატრონისგან მიღებული იქნა ნებართვა
კედლის გამონგრევის შესახებ, საჰაერო მილში შეღწევისა და ცხოველის ამოყვანის მიზნით.

სამაშველო ჯგუფმა მე-9 სართულიდან ჩავარდნილი
კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და ბეტონის დანგრევის შემდგომ გასაჭირში მყოფი კნუტი მეხუთე სართულზე ამოყვანილი იქნა საჰაერო მილიდან.

კნუტი თავად ამ გამოძახების ინიციატორმა ანა ახობეძემ მიიკედლა და მისი მოვლა- პატრონობა თავის თავზე აიღო.



(გამოყენებულია თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ფოტოები)

გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?