ჩინეთში მცხოვრები ძაღლის პატრონები, თავიანთი შინაური ცხოველებისთვის, კორონოვირუსისგან დასაცავად, ნიღბებს ყიდულობენ
ჩინეთში მცხოვრები ძაღლის პატრონები, თავიანთი შინაური ცხოველებისთვის, კორონოვირუსისგან დასაცავად, ნიღბებს ყიდულობენ
ჩინეთში მცხოვრებ კომპანიონ ცხოველთა მფლობელები, თავიანთი ბინადრებისთვის, მასიურად ყიდულობენ ნიღბებს, რათა ისინი კორონოვირუსისგან დაიცვან. პეკინში მცხოვრები ონლაინ მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა, რომ დღეის მონაცემებით, ცხოველებისთვის განკუთვნილი ნიღბების გაყიდვამ, ადრინდელთან შედარებით, 10-ჯერ მოიმატა.

ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთის ინფექციური დაავადებების კონტროლის მთავარმა სპეციალისტმა, ლანციუანმა განაცხადა, რომ კორონა ვირუსით შესაძლოა, შინაური ცხოველიც დაინფიცირდეს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე ცხოველის ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

Zooclub

ინტერნეტ მაღაზიის მფლობელის - ჩჟოუ ტიანსონის თქმით, მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს უჰანში კორონა
ვირუსის არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მისი ფირმის გაყიდვების რაოდენობამ დღეში 50-ს გადააჭარბა.

Zooclub

ამჟამად პეკინში ძაღლისთვის/კატისთვის
განკუთვნილი შეფუთვა, სადაც 3 ნიღაბია მოთავსებული, 49 იუანი (5,4 ფუნტ სტერლინგი) ღირს.

"ძაღლისთვის განკუთვნილი ნიღბები არც ისე ხარისხიანია, მაგრამ ვირუსისგან დაცვის ფუნქციას ასრულებს. მისი მთავარი მიზანია, ძაღლმა მიწიდან რაიმე არ შეჭამოს ან ცხოველს ვირუსი ჰაერიდან არ შეხვდეს", - ამბობს ონლაინ გაყიდვების წარმომადგენელი.

Zooclub

პროფესორმა ლი ლანციუანმა​ ჩინეთში მცხოვრები ძაღლის პატრონები გააფრთხილა, რომ თავიანთი შინაური ცხოველების მიმართ მეტად ყურადღებით იყვნენ, რადგან თუ ძაღლს ქუჩაში სასეირნოდ მარტო გაუშვებენ და ის ნიღბის გარეშე იქნება, ვირუსის პოტენციურ გამავრცელებლად ჩაითვლება და შესაძლოა, ცხოველი შესაბამისმა სამსახურმა კარანტინში გადაიყვანოს.

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?