მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიური სეტერი რთული გასაწვრთნელია, ეს პროცესი პატრონისთვისაც და ძაღლისთვი-საც სასიკეთოა. ირლანდიური სეტერი, რომლის სიმაღლე მინდაომდე 60 სმ-ია, ცნობილია თავისი განუმეორებელი სტილით, ძლიერი მოძრაობებითა და ოინბაზობით.
მონაცემები
წარმოშობა - ირლანდია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - მკვირცხლი, მოალერსე
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - ცუდი
ხვადი 66-71 სმ
29-34 კგ
ძუ
61-66 სმ.
25-29 კგ.
კუდი
განსაკუთრებული, გრძელი ბალნით შემოსილი.
ტანი
გრძელი და გამხდარი; ძლიერი, წაგრძელებული კისრით.
თათები
პატარა და მყარი, ამოზნექილი და მინჯრილი თითებით.
ფეხები
წინა ფეხები – სწორი და დაძარღვული, უკანა ფეხები – ფართო და ძლიერი, განიერი, კარგად განვითარებული ბარძაყებით.
სახე
ზომიერად დიდი და დახვეწილი, ფხიზელი გამომეტყველებით.
თვალები
ნუშისებრი ფორმის, მუქი ან ყავისფერი.
ცხვირი
შავი ან შოკოლადისფერი, ფართო ნესტოებით.
ბეწვი
აბრეშუმის მსგავსი; ერთფერი, მდიდრული წითური ტონებით, ზოგჯერ შხეფების მაგვარი თეთრი ლაქებით მკერდსა და ტერფებზე.
სხვა სეტერის მსგავსად ეს ჯიშიც იმისთვის გამოიყვანეს, რომ ფრინველისთვის მიეგნო და მანამდე ედარაჯა, სანამ მონადირე ესროდა, ან მახით დაიჭერდა. ეს მოხ-დენილი ძაღლი თავიდან იყო წითური ან თეთრი. ჯიში ირლანდიაში XIX საუკუნეში გამოჩნდა და მოქნილობისა და სიმარჯვის სიმბოლოდ იქცა.
რჩევა:
ვარჯიშის ნაკლებობამ შესაძლოა მოუსვენრობა გამოიწვიოს და წვრთნა გაჭირდეს. მოითხოვს ყოველდღიურ, ხანგრძლივ სეირნობასა და სირბილს.
მიდრეკილია ეპილეფსიისა და მეტეორიზმისკენ. ამ უკანასკნელს რომ აარიდოთ, საკვები მიეცით ბევრჯერ და მცირე ულუფებით.