საერთაშორისო კინოლოგიური კავშირის გადაწყვეტილებით, კავკასიური ნაგაზის /თართი/ წარმოშობის ქვეყანა საქართველოა
კიევში გამართულ III კინოლოგიურ კონფერენციაზე, კავკასიური ნაგაზის /თართი/ წარმოშობის ქვეყანად
საქართველო აღიარეს, - ამის შესახებ zooclub.ge-ს
საქართველოს კინოლოგთა კავშირმა აცნობა.
ამიერიდან, ჯიშის სტანდარტის შეცვლა საჭიროების მიხედვით მხოლოდ საქართველოს კინოლოგთა სანაშენო კომისიას შეუძლია.