სპეციალისტებმა ძაღლებისთვის სასიკვდილოდ საშიში პროდუქტები დაასახელეს
სპეციალისტებმა ძაღლებისთვის სასიკვდილოდ საშიში პროდუქტები დაასახელეს
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების კვლევის ექსპერტემბმა (FDA) გამოაქვეყნეს საკვები პროდუქტების სია, რომელიც სასარგებლოა ადამიანისთვის, თუმცა, საზიანოა ძაღლებისთვის.

ვეტერინარი კარმენ სტაფერი ძაღლის აყვანის მსურველებს აფრთხილებს, რომ ადამიანისა და ძაღლის საკვები მომნელებელი სისტემა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ "ოჯახური სუფრიდან" მიწოდებული სასუსნავი, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს შინაური ბინადრისთვის. ამასთანავე, ერთმა და იმავე პროდუქტმა შეიძლება, არ ავნოს ერთ ძაღლს, ხოლო მეორეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ეს დამოკიდებულია ძაღლის ზომასა და გენეტიკაზე.

"დიდი ზომის ლაბრადორს შეუძლია, მიირთვას ერთი ფილა შავი შოკოლადი და ამ პროდუქტმა არ ავნოს,
ხოლო ჩიხუახუას ჯიშის ძაღლისთვის შოკოლადის მიღება შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს." - ამბობს ვეტერინარი.

ძაღლს არ მიაწოდოთ
ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები. სწორედ ეს იწვევს პრობლემებს დაწყებული მუცლის ტკივილიდან დამთავრებული პანკრეატიტით.

ვეტერინარები ცხოველების პატრონებს ურჩევენ, საკუთარი ძაღლები ცისფერ ყველსა და შებოლილ პროდუქტებს მოარიდონ. აკრძალულ ხილს შორის მოხვდა ყურძენი და  ქიშმიში, რომლებმაც შესაძლოა, ცხოველის ორგანიზმში თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს. ვაშლით კი ნებისმიერი ჯიშის ძაღლის განებივრება შეგიძლიათ.

ის პროდუქტები, რომლებიც ვადაგასულია ან ფუჭდება, ისევე, როგორც ადამიანისთვის, ძაღლისთვისაც საზიანოა. ცხოველისთვის არასასურველ ბოსტნეულს ხახვი და ნიორი წარმოადგენს, ამიტომ კერძი, რომელიც ამ ინგრედინეტებს შეიცავს, უკეთესია, ძაღლის საკვებ რაციონში არ შეიტანოთ. ვეტერინარები თავის შეკავებას იმ საკვებისგანაც გვირჩევენ, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

სპეციალისტები ძაღლის მფლობელებს ურჩევენ წინასწარ გაეცნონ ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობას, სანამ ცხოველს საკვებად მიაწოდებენ. ადამიანისთვის სასარგებლო ნუშიც, რომელსაც ხშირად ურევენ ტკბილეულში, ძალიან საშიშია ძაღლის ჯანმრთელობისთვის. ასევე, საზიანოა შაქრის შემცვლელი პროდუქტი - ქსილიტი. ამ ნივთიერებას იყენებენ კანფეტების, საღეჭი რეზინისა და სხვა ტკბილი პროდუქტების მომზადებისას.

ასევე იხილეთ:

როგორ დავალევინოთ ჩვენს ბინადარს წამალი?

რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როცა ძაღლს პარკში ასეირნებთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?