დღეში რამდენჯერ უნდა ვასეირნოთ ძაღლი
დღეში რამდენჯერ უნდა ვასეირნოთ ძაღლი
გასეირნება - ეს ერთ-ერთი უმთავრესი გართობაა შინაური ბინადარის ცხოვრებაში, რომელიც იძულებით იმყოფება ოთხ კედელს შუა 24 საათის განმავლობაში . ის მოუთმენლად ელოდება, როდის დაბრუნდებით სამსაურიდან და გაიყვანთ ქუჩაში, სამყაროში, რომელიც სავსეა მრავალი სურნელით, ხმით და ახალი მეგობრებით, სადაც მას აქვს საშუალება მოიცილოს საკუთარი საჭიროება, ირბინოს, მოითელოს და იურთიერთობოს სხვა ცხოველებთან.

დღეში რამდენჯერ უნდა ვასეირნოთ ძაღლი

იმისთვის, რომ ძაღლს არ მოუხდეს თავისი საჭიროების დიდი ხნით შეკავება, დღის განმავლობაში მასთან ერთად ოთხჯერ გასეირნება არის რეკომენდირებული. ამასთან, პირველად _ ადრიან დილით, საბოლოოდ _
ღამით, ძილის წინ. თუ ასეთი საშუალება არ არის, გასეირნების რაოდენობის შემცირება შეიძლება სამამდე.

ხანდახან ხდება
ისე, რომ დაკავებული პატრონები ძაღლს ასეირნებენ დღში ორჯერ - დილით და საღამოს. ასეთ შემთხვევაში სჯობს გაითვალისწინოთ სახლში ტუალეტის მაგიერის სხვა საშუალება, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ე.წ. საშრობი ზეწარი. ცხოველებისთვის ხომ მავნებელია დიდხანს მოთმენა. დღეში თუნდაც ერთი გასეირნება უნდა გრძელდებოდეს საათნახევარი, ორი საათი იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ძაღლის ყველა მოთხოვნილება (თუ დღეში ორჯერ ასეირნებთ, მაშინ ორივეჯერ).

დასვენების დღეს გადით ბუნებაში თქვენს ბინადართან ერთად, დაე ითამაშოს სუფთა ჰაერზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ძაღლი უბრალოდ გაიყვანეთ ქუჩაში, გაჩერდით იქ 20 წუთი მაინც. ბევრი ცხოველისთვის აუცილებელია დრო, რომ განეწყოს და ყველა თავისი საქმე გააკეთოს.

ოთახის ძაღლებს, ისეთებს, როგორიცა ჩიხუახუა, იორკშირის ტერიერი, ჯუჯა პინჩერი და სხვ., როგორც წესია, ასწავლიან თავისი საჭიროებების მოცილებას ტუალეტში. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მათი ქუჩაში გამოსვლა არ სჭირდებათ. ისეირნეთ თქვენი პატარა ბინადართან ერთად დღეში ერთხელ მაინც, უკეთესია ოჯერ.

აქტიურ ძაღლებს, მაგალითად ეხლა პოპულარულია ლაბრადორი, სჭირდებათ არა მხოლოდ გასეირნება, არამედ სპეციალური ვარჯიში მოედანზე, რომ დახარჯოს ენერგია და არ მოიმატოს წონაში. უკეთესია ვარჯიშის ჩატარება კვირაში 2-3-ჯერ, ხოლო დანარჩენი დღეები ძაღლს საშუალება მიეცეს მოითელოს გაშლილ მიდამოში.

თვენახევრის ლეკვებთან ერთად სეირნობა უკეთესია 2-3 საათში ერთხელ, რომ სწრაფად მიეჩვივნენ ტუალეტისთვის ქუჩაში სიარულს. ასაკის მატებასთან ერთად ძაღლები სწავლობენ მოთმენას და გასეირნების რაოდენობა შეგვიძლია შევამციროთ.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ძაღლის მოყვანა, ან ძაღლი უკვე გყავთ, გახსოვდეთ, რომ შინაური ცხოველი - ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პატრონის ძალიან დიდი სიხარულიც. ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება თქვენს ბინადართან ერთად სეირნობისას, ერთად დაკავდით სპორტით, ირბინეთ პარკში, ითამაშეთ აქტიური თამაშები, ეს ძალიან სახალისო და სასარგებლოა.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?