არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც ძაღლის აყვანის მსურველებს გაუადვილებს ახალ ბინადართან ურთიერთობასა და მისი ნდობის მოპოვებას:
ახალ პატრონთან გატარებული დრო | ქცევის კორექცია | როგორ მოვიქცეთ (პასუხები) |
1-2 დღე | თავს იჩენს ისეთი |
ახალი პატრონის პირველი შეცდომა ზედმეტი ყურადღებაა ძაღლისადმი. სანამ არ იქნება შეჩვევა და ნდობა, როდესაც პატრონი ძაღლს თვალებში უყურებს, ის ამას აღიქვამს, როგორც საშიშროებას. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ თქვენს ახალ ოჯახის წევრს. |
3–4 დღე | ძაღლი იწყებს დაინტერესებას ყველაფრისადმი, რაც მის გარშემოა. მშვიდდება და ნელ-ნელა წესრიდგება მისი ძილის რეჟიმიც. | სეირნობა საბელით ძალიან კარგი გამოსავალია. თუ თვითონ არ გამოთქვა სურვილი, არ არის სასურველი ითამაშოთ ძაღლთან. იმისთვის, რომ ძაღლის ნდობა მოიპოვოთ, საკვები თქვენი ხელიდან მიაწოდეთ (თუ ის აგრესიული არ არის). ამ პერიოდში მისი დასჯა საკმაოდ მავნებელია. |
14 დღე | იწყება ახალ პატრონთან შეჩვევა. ძაღლი ყველგან დაყვება მას. მარტო დარჩენილი ძაღლი სახლში ისაქმებს, აზიანებს ნივთებს და ა.შ. (თუმცა ძაღლის ხასიათს გააჩნია). | ამ პერიოდში ძაღლი უნდა შეაჩვიოთ მარტო სახლში დარჩენას. თავდაპირველად, დატოვეთ ის ერთი წუთით, შემდეგ ორი და ასე გაზარდეთ მისი მარტო ყოფნის დრო. ამასთანავე, თუ რამეს დააშავებს, არ დასაჯოთ. |
15–20 დღე | ძაღლი უარს ამბობს სხვებთან ურთიერთობაზე პატრონის გარდა. | შეჩვევა არ ხდება ოჯახის ყველა წევრთან. როცა ოჯახის ერთ წევრთან ხდება შეჩვევა, ძაღლი სხვა წევრების არსებობას ითმენს, ან გაურბის ოჯახის სხვა წევრებს. თუ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძაღლს არ აქვს აგრესია, დროთა განმავლობაში იწყებს მათთან შეჩვევასაც. |
1 წელი | ახალ პატრონსა და ძაღლს შორის ჩნდება შეჩვევა და ნდობა. დღითითღე მატულობს ურთიერთ გაგებაც. | ამ დრომდე პატრონსა და ძაღლს შორის ურთიერთობა ყოვედღიურად იცვლებოდა, პატრონი სწავლობდა ძაღლის ქცევებს, ხოლო ძაღლი ეჩვეოდა თავის ახალ გარემოს, თუმცა ერთი წლის შემდეგ იწყება სტაბილური ურთიერთობა. |
ასევე იხილეთ:
რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
ნამდვილად იცით თქვენს კატას როდის რა სურს?