რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ძაღ­ლე­ბი?!
რით გან­სხვავ­დე­ბი­ან ძაღ­ლე­ბი?!
ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ში­ნა­უ­რი ძაღ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ფორ­მა­თა და შე­ფე­რი­ლო­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა, რუ­ხი მგლის­გან გან­ვი­თარ­და . ბევ­რი ჯი­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს გარ­კვე­ულ ამო­ცა­ნა­თა შე­სას­რუ­ლებ­ლად, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ექ­სტე­რი­ე­რი და ქცე­ვა.

დი­დი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა
ჯიშ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნოდ ჩანს სხე­უ­ლის ზო­მე­ბი­დან. ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა ჩი­ხუ­ა­ხუა (სი­მაღ­ლე მინ­და­ომ­დე 15 სმ); ყვე­ლა­ზე დი­დი _ გერ­მა­ნუ­ლი დო­გი (სი­მაღ­ლე მინ­და­ომ­დე 91 სმ). სხე­უ­ლის ზო­მა ჯი­შის სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბის ერ­თგვარ მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც წარ­მო­ად­გენს – დი­დი ჯი­ში გა­ცი­ლე­ბით ცო­ტა ხანს ცოცხ­ლო­ბს, ვიდ­რე დე­კო­რა­ტი­უ­ლი.
კი­დევ ერ­თი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნია შე­ფე­რი­ლო­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით
ძალ­ზე ცო­ტა ჯი­შია გა­მორ­ჩე­უ­ლი, მა­გა­ლი­თად შა­ვი რუ­სუ­ლი ტე­რი­ე­რი. ზო­გა­დად, ჯი­შის­თვის დაშ­ვე­ბუ­ლია ბეწ­ვის რამ­დე­ნი­მე შე­ფე­რი­ლო­ბა და
მო­ხა­ტუ­ლო­ბა, რო­მელ­თა­ნაც, თა­ვის მხრივ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბეწ­ვის ტი­პი და სიგ­რძე. მოკ­ლე­ბალ­ნი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მსოფ­ლი­ოს თბილ რე­გი­ო­ნებ­ში გაჩ­ნდნენ, ხო­ლო გრძელ­ბალ­ნი­ა­ნი ჯი­შე­ბის სამ­შობ­ლო ძი­რი­თა­დად ცი­ვი რე­გი­ო­ნე­ბი­ა.
ძაღ­ლის ჯი­შე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­გვა­რი­ა, რაც ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბა მათ­მა ფუნ­ქცი­ამ. მორ­ბე­ნალ ჯი­შებს, მა­გა­ლი­თად გრე­ი­ჰა­უნდს, შე­და­რე­ბით გრძე­ლი ტა­ნი აქვს, რა­თა ერ­თი ნახ­ტო­მით, რაც შე­იძ­ლე­ბა, დი­დი მან­ძი­ლი და­ფა­როს.

მოკ­ლე­ბალ­ნი­ა­ნი ჯი­შე­ბი

ხმელ­თა­შუა ზღვის მ­დევ­რებს, მა­გა­ლი­თად ამ ფა­რა­ო­ნის ძაღლს მალ­ტი­დან, სქე­ლი სა­ი­ზო­ლა­ციო თივ­თი­კი არ გა­აჩ­ნი­ათ, ამი­ტო­მაც მოკ­ლე ბა­ლა­ნი კან­ზე აქვთ და­ფე­ნი­ლი.

დრუნ­ჩის ფორ­მა

მდევ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია შე­და­რე­ბით გრძე­ლი დრუნ­ჩი. რამ­დე­ნი­მე ჯიშს, მა­გა­ლი­თად, პე­კი­ნესს, სა­ხის უჩ­ვე­უ­ლოდ მიჭყ­ლე­ტი­ლი ფორ­მა აქვს. ასე­თი აგე­ბუ­ლე­ბის გა­მო ძაღ­ლმა შე­იძ­ლე­ბა სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლი ვერ შეძ­ლოს და და­მოკ­ლე­ბულ ყბებ­ზე კბი­ლე­ბი არას­წო­რად ამო­უ­ვი­დეს.

რჩევა
მუ­შა ჯი­შებს ძალ­ზე დი­დი ენერ­გია აქვთ და ბევ­რი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბათ.

და­უ­ღა­ლა­ვი მუ­შა­კი
ავ­სტრა­ლი­უ­რი ნა­ხი­რის ძაღ­ლი კარ­გად არის შე­გუ­ე­ბუ­ლი ავ­სტრა­ლი­უ­რი მკაც­რი ლან­დშაფ­ტის პი­რო­ბებს. აქა­ურ­მა გა­რე­მომ კი­დევ მრა­ვა­ლი მუ­შა ჯი­შის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა.

უჩ­ვე­უ­ლო დღეგ­რძე­ლო­ბა
ავ­სტრა­ლი­უ­რი ნა­ხი­რის ძაღ­ლი (მარ­ცხნივ) თა­ვი­დან ჯო­გის სამ­წყემ­სა­ვად გა­მო­იყ­ვა­ნეს. ფერ­მე­რებს სჭირ­დე­ბო­დათ გამ­ძლე ჯი­ში, რო­მე­ლიც ავ­სტრა­ლი­ის ცხელ, არი­დუ­ლი ჰა­ვის რე­გი­ო­ნებ­ში შეძ­ლებ­და არ­სე­ბო­ბას. ამი­ტომ მის გა­მო­საყ­ვა­ნად ვე­ლუ­რი დინ­გო (იხ. გვ. 42-43) გა­მო­ი­ყე­ნეს. დღეს ავ­სტრა­ლი­უ­რი ნა­ხი­რის ძაღ­ლი ში­ნა­უ­რი ძაღ­ლის ყვე­ლა­ზე სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ან ჯი­შად ით­ვლე­ბა. ავ­სტრა­ლი­ის ბი­ნა­დარ­მა ინ­დი­ვიდ­მა, სა­ხე­ლად ბლუმ, იცოცხ­ლა 29 წელ­ზე მეტხანს – თით­ქმის ორ­ჯერ მე­ტი, ვიდ­რე სხვა ძაღ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ.

ცულ­თა­ვა­ზე მო­ნა­დი­რე
ში­ნა­ურ ძაღ­ლებს შო­რის ერ­თ-ერ­თი უიშ­ვი­ა­თესი და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ჯი­შია ნორ­ვე­გი­უ­ლი ლუნ­დე­ჰუნ­დი – რო­მელ­საც ცულ­თა­ვას ნორ­ვე­გი­ულ ძაღლს უწო­დე­ბენ. მას მო­სახ­ლე­ო­ბა ცულ­თა­ვა­ზე სა­ნა­დი­როდ იყე­ნებ­და. ცულ­თა­ვა (ნორ­ვე­გი­ე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბი) ზღვის ფრინ­ვე­ლი­ა, რო­მე­ლიც ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­თან აღ­მარ­თუ­ლი ცი­ცა­ბო კლდე­ე­ბის ნაპ­რა­ლებ­ში იკე­თებს ბუ­დეს. ლუნ­დე­ჰუნ­დის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია პო­ლი­დაქ­ტი­ლია – აქვს და­მა­ტე­ბი­თი თი­თი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცე­რის მსგავ­სად მოძ­რა­ობს და ძაღლს კლდე­ებ­ზე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ცოც­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა; გარ­და ამი­სა, აქვს ძალ­ზე მოქ­ნი­ლი კი­სე­რი და წი­ნა ფე­ხე­ბი. ასე­თი თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით ძაღ­ლე­ბი ცულ­თა­ვა­ზე ნა­დი­რო­ბის ოს­ტა­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ.

უბალ­ნო ძაღ­ლე­ბი
ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო ძაღ­ლად ით­ვლე­ბა რამ­დე­ნი­მე უბალ­ნო ჯი­ში. ისი­ნი ძი­რი­თა­დად ჰყავ­დათ ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრე­თი ამე­რი­კის რე­გი­ო­ნებ­ში, ინ­კებ­სა და სხვა მსგავ­სი ტო­მე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­გორც სა­წო­ლის გამ­თბობ­ნი, კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი და, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, საკ­ვე­ბის წყა­როც. ამ ჯგუ­ფი­დან დღეს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯი­შია მექ­სი­კუ­რი უბალ­ნო ძაღ­ლი, იგი­ვე ქსო­ლო­იც­ქუ­ინ­ტლი. ამე­რი­კის გარ­და, აზი­ა­შიც არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი უბალ­ნო ჯი­ში _ ჩი­ნუ­რი ქო­ჩო­რა ძაღ­ლი. ეს ძაღ­ლე­ბი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, ძალ­ზე ცუ­დად იტა­ნენ სი­ცი­ვეს და მა­თი მო­ვარ­დის­ფრო კა­ნი ად­ვი­ლად იღებს მზის დამ­წვრო­ბას; მიდ­რე­კილ­ნი არი­ან სიმ­სუქ­ნის­კენ, რად­გან კარ­გი მა­და აქვთ; აკ­ლი­ათ ზო­გი­ერ­თი კბი­ლი, რაც საკ­მა­ოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა. სა­ვა­რა­უ­დო­ა, რომ მსგავ­სი ჯი­შე­ბი ჰყავ­და ზო­გი­ერთ ჩრდი­ლო­ა­მე­რი­კულ ტომ­საც, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ისი­ნი გა­და­შე­ნე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა.

თით­ქმის უბალ­ნო
ამ მექ­სი­კურ უბალ­ნო ძაღლს ძალ­ზე მეჩხ­ე­რი ბა­ლა­ნი აქვს და ისიც სხე­უ­ლის წარ­ზი­დულ ნა­წი­ლებ­ზე.


ფრთხილად!
ყო­ველ­თვის გა­ე­ცა­ნით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ძაღ­ლის ჯი­შის გე­ნე­ა­ლო­გი­ას, რა­თა უკეთ ამო­იც­ნოთ მი­სი ხა­სი­ა­თი.

nanuli
"დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით,ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით." დაბადება 1:25. ასე რომ ვერც მგელი გადაიქცევა ძაღლად და ვერც ძაღლი კატად.არამც თუ თავისით,არამედ მეცნიერებიც რომ ბევრს ეცადონ მაშინაც კი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?