ქცევის კორექცია
ტექსტის ზომა + -
რა ეშლება ყველაზე ხშირად პატრონს ძაღლთან ურთიერთობისას?! - ანუ, პატრონის 15 ტიპიური შეცდომა
რა ეშლება ყველაზე ხშირად პატრონს ძაღლთან ურთიერთობისას?! - ანუ, პატრონის 15 ტიპიური შეცდომა
ზოგ შემთხვევაში ძაღლების პატრონების ქცევა ძაღლს აბნევს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ვცდილობთ, ვიყოთ იდეალურები - ერთი შეცდომა და ლეკვმა შეიძლება უკვე არასწორად გაგიგოთ. მსგავსი ქმედება ძაღლების არასწორ ქცევას უყწობს ხელს. მაგრამ შეიძლება კი ამას არასწორი ქცევა დავარქვათ? იქნებ სჯობს ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვერ შევძელით ზუსტად გადაგვეცა ჩვენი მოთხოვნა ძაღლისთვის.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 15 ტიპიური შეცდომა, რომელთაც ძაღლის პატრონები უშვებენ და რომლის თავიდან აცილებაც სულ ადვილად შეიძლება.

1. "ჩემთან, მალე!"
რამდენჯერ დაგიძახიათ ასე თქვენი ძაღლისთვის და ჩიხში შეგიყვანიათ ასეთი თხოვნით? თუმცა, ძაღლი მართალია - რისთვის ეძახდით საერთოდ? ამ ბრძანებამ რომ იმუშაოს, თან რაიმე სასუსნავი იქონიეთ და ძაღლი მალე ისწავლის ამ სასიცოცხლოდ საჭირო ბრძანებას.
შეცდომა: არასოდეს დასაჯოთ ძაღლი, თუ მან დაუჯერა თქვენს ბრძანებას და გზად ყველა ატრაქციონი, თუ სათამაშო მოედანი გადმოირბინა. თქვენ მაინც უნდა დააჯილდოვოთ ის.

2. სტუმრების მისალმება.
არასოდეს მისცეთ თქვენს ძაღლს უფლება შეახტეს სტუმრებს. ეს ასე უნდა იყოს და მორჩა. მაშინაც კი, თუ თქვენი მეგობარი ამბობს: "ეგ არაფერი. მიყვარს ძაღლები". არასოდეს მისცეთ უფლება თქვენს ძაღლს ასე მოიქცეს, რადგან ის ვერ ხედავს განსხვავებას 27 წლის მოსიყვარულე მეგობარსა და 75 წლის ართრიტიან ბებიას შორის.

3. ცხვირის ჩაყოფა.
მიაჩვიეთ ძაღლი ქუჩაში მოსაქმებას - ეს წვრთნის განუყოფელი ნაწილია. პირველ რიგში, საჭიროა მიიღოთ ზომები, რომ ეს არ მოხდეს სახლში. არ არის საჭირო უყვიროთ თქვენს ძაღლს, ან ცხვირი თავისი მოსაქმებულის გუბეში ჩააყოფინოთ - ამით მას დააშინებთ და აიძულებთ იქ მოისაქმოს, სადაც ვერ ხედავთ. სახლში ძაღლი სულ თვალწინ გყავდეთ და არ დაელოდოთ, სანამ მოგთხოვთ გარეთ გაყვანას - ხშირად ასეირნეთ ძაღლი.

4. არ ატაროთ გრძელი საბელით.

ძაღლმა უნდა იცოდეს, ვინ არის უფროსი. არ მისცეთ უფლება გატაროთ თავის ჭკუაზე აქეთ-იქით, ხოლო თუ ეს მოხდება, გაჩერდით უძრავად და დაელოდეთ, სანამ ძაღლი დაწყნარდება და ყურადღებით შემოგხდავთ - მაშინ შეგიძლიათ განაგრძოთ სეირნობა.

5. არ აურიოთ ერთმანეთში სეირნობა და თამაში.
ძაღლმა უნდა იცოდეს განსხვავება მოსაქმების მიზნით გასეირნებასა და თამაშის აუცილებლობას შორის. თავიდან მივდივართ ტუალეტში და მხოლოდ მას მერე ვსეირნობთ და ვთამაშობთ.

6. "წადი შენს ოთახში".
არასოდეს გამოიყენოთ ძაღლის სახლი დასჯის მიზნით. სახლი უნდა იყოს კომფორტული, სადაც ძაღლი შეძლებს დაძინებას, ჭამასა და სათამაშოებით თამაშს.

7. ყეფა.
მყეფარე ძაღლის ენის მოჩლექვით მოფერება, საუბრები და დასჯა მხოლოდ მისი მოტივაციაა, გააგრძელოს ყეფა. გააგებინეთ ძაღლს, რომ მასთან არ იურთიერთობებთ, სანამ ის ყეფს. არ დაგავიწყდეთ დააჯილდოვოთ სიჩუმისთვის.

8. თხოვნა.

ძნელია იგნორირება გაუკეთო თქვენკენ იმედით მომზირალ დიდ თვალებს. ხომ ასეა? განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ძაღლმა თავი მუხლებზე დაგადოთ. არასოდეს აჭამოთ ძაღლს მაგიდიდან, რადგან გვერწმუნეთ, ის ამას არ დაივიწყებს.

9. მაგიდაზე დარჩენილი საჭმელი.
არასოდეს დატოვოთ საკვები მაგიდაზე. თუ ძაღლმა იქ ერთხელ სასუსნავი იპოვა, დარწმუნებული იყავით, რომ იგი კიდევ მოვა. საჭმელი შეინახეთ მაცივარში და სამზარეულოს კარადაში. სახლში არყოფნის დროს დაკეტეთ სამზარეულო. არ დაგავიწყდეთ ბავშვებს
უთხრათ, რომ არ დატოვონ ნახევრად შეჭმული საჭმლის ლუკმები ძაღლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

10. ძალიან მნიშვნელოვანია ძაღლთან თამაში.
ძაღლები ძალიან ენერგიული ცხოველები არიან, ამიტომ ამ ენერგიისგან უნდა დაიცალონ. თუ არ შეგიძლიათ ამის უზრუნველყოფა, ძაღლი თავისთვის გართობას ეცდება და ის, თუ როგორ გააკეთებს ამას, ნამდვილად არ მოგეწონებათ. ამიტომ ფაქტი, რომ თქვენმა ძაღლმა რაღაც ცუდი გააკეთა იმაზე მეტყველებს, რომ დროა ქუჩაში გაიყვანოთ და ეთამაშოთ.

11. მოქრთამვა.
თუ ვარჯიშის დროს სასუსნავი ყოველთვის ხელში გიჭირავთ, ან ბრძანების გაცემამდე ჯიბეში ყოფთ ხელს მის ამოსაღებად, მაშინ ეს პუნქტი სპეციალურად თქვენთვისაა. ვარჯიშის საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ წახალისება, მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში წახალისება და მოქრთამვა. ძაღლის ვარჯიში აზარტულ თამაშს გავს: მივდივართ კაზინოში და რაღაცას ვიგებთ, რაც აღვივებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას, კიდევ და კიდევ ვთამაშობთ. მაგრამ კაზინო ხომ მოგების გარანტიას არ გვაძლევს. ასევეა ძაღლებთან: მათ უნდა ისწავლონ ბრძანებების შესრულება იმისგან დამოუკიდებლად მიიღებს თუ არა წახალისებას.

12. კბილების მასაჟორი.
ძაღლებს არა მხოლოდ უყვართ რაიმეს ღეჭვა, არამედ მათთვის აუცილებელია ამის კეთება. რა თქმა უნდა, მათთვის აუცილებელია ბევრი სათამაშო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ იატაკიდან იმის აღება, რისი ღეჭვაც ძაღლისთვის არ შეიძლება.

13. ზოგი ძაღლი იკბინება
როდესაც პატარა ძაღლი გიკბენთ, საკმაოდ საყვარლად გეჩვენებათ. მაგრამ ასეთი გულისაჩუყება მალე შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. არ მისცეთ ძაღლს უფლება გიკბინოთ თქვენ, ან სხვა ადამიანებს. თუ თამაშის დროს ძაღლმა ხუმრობით გიკბინათ, მტკივნეულიც რომ არ იყოს შეჰყვირეთ: "ოი" და 15-30 წამით შეწყვიტეთ ძაღლთან თამაში. რამოდენიმე ხანში ის მიხვდება, რომ წესიერად უნდა მოიქცეს, თუ უნდა, რომ მას ეთამაშონ.

14. ღრენა.
არასოდეს დასაჯოთ ძაღლი ღრენის გამო. ასე ძაღლი გაგებინებთ, რომ რაღაცამ შეაშინა. ასე რომ, ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ძაღლი სხვა ადგილას წაიყვანოთ.

15. მოსაქმება მორჩილების ნიშნად.
თუ ძაღლი კართან ჩაცუცქული გხვდებათ და მზადაა მოისაქმოს, იცოდეთ, რომ ის ამას მორჩილების ნიშნად აკეთებს.


იმის მაგიერ, რომ ძაღლს ეფეროთ, ესაუბროთ, ან უყუროთ, საჭიროა, დააიგნოროთ. მიეცით მას რამოდენიმე წუთი, რომ დაწყნარდეს, შემდეგ კი დააკავეთ ის რაიმე საინტერესოთი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბრძანება "ჩემთან!"
”ჩემთან!” - ერთ-ერთი ძირითადი ბრძანებაა, რომლის სწავლება უნდა დავიწყოთ როგორც კი ლეკვი 2-3 თვის გახდება და მიეჩვევა თავის სახელს.
05.04.2014
ძაღლის ენა – პირველი გაკვეთილები
მართალია, რომ ძაღლის ენა ისეთივე მეტყველია როგორიც ჩვენი? როგორ ურთიერთობენ ჩვენთან ცხოველები?
03.04.2014
ძაღლის მოშინაურება და წვრთნა

ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე (სა­ვა­რა­უ­დოდ, 150 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში) ძაღ­ლის სხვა­დას­ხვა ტი­პის გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის მოთხ­ოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბო­და
26.05.2014
ბოლო სიახლეები
მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები რამოდენიმე ნორმატიულ აქტში
მიმდინარე წლის 19 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ცვლილებები რამოდენიმე ნორმატიულ აქტში
26.05.2017
ლეკვი თამაშობდა, მხიარულობდა და უცებ... ასეთი რამ მხოლოდ პატარა ლეკვებს შეუძლიათ! (+ვიდეო)
პატარა ლეკვი გორდო ინტერნეტის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც მნიშვნელოვანი სიბრძნის ილუსტრირებას ახდენს.
26.05.2017
საფარის დროს მომაკვდავი სპოლო მონადირეს დაეცა და მოკლა
ზიმბაბვეში ნადირობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რომელიც სხვადასხვანაირად შეიძლება, აღვიქვათ.
26.05.2017
„საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ი „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტს“ იწყებს
დაიწყო „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ი ერთობლივად განახორციელებს.
26.05.2017
რომელ ცხოველს აქვს მწვანე ქურქი?
ეს არსება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე ბინადრობს. ამ უნიკალურ ძუძუმწოვარს ზარმაცა ქვია.
26.05.2017
როგორ სვამენ ნიანგები წყალს?
სპეციალურად - ვერანაირად.

26.05.2017
ბრიტანული იახტა ვეშაპს შეეჯახა და ჩაიძირა
დიდი ბრიტანეთის სამი მოქალაქე დახრჩობას გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც მათი იახტა ვეშპს დაეჯახა და ჩაიძირა.
24.05.2017
ზღვის ლომი პატარა გოგონას კაბაზე სწვდა და წყალში ჩაითრია… (+ვიდეო)
ქალაქ რიჩმონდში (კანადა) ზღვის ლომმა გოგონას კაბაზე პირი სტაცა და წყალში ჩაითრია. ინციდენტის ჩანაწერი "Youtube"-ზე 20 მაისს გამოქვეყნდა.
24.05.2017
ნახეთ, რა დააფიქსირა შუა უდაბნოში, წყლით სავსე ჭუჭლის ძირში მოთავსებულმა კამერამ... (+ვიდეო)
ამ ვიდეორგოლის ავტორმა საინტერესო გართობა მოიგონა: მან კამერა წყლით სავსე ჭურჭლის ძირში დააყენა. ცოტა ხნის შემდეგ ჩაწერილ მასალას უყურებდა და ტკბებოდა.
24.05.2017
მამაკაცმა ჩხრიალა გველის კოცნა სცადა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა
"ფლორიდის შტატის მცხოვრებს ჩხრიალა გველმა უკბინა. მამაკაცმა გველის კოცნა სცადა", - "Mynews13.com"-ი იტყობინება.
22.05.2017

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
რა შემთხვევაში მიატოვებდით (ჩააბარებდით თავშესაფარში, გაუშვებდით ქუჩაში, გააჩუქებდით) თქვენს შინარ ცხოველს?