5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი
5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი
ზოგიერთი ძაღლი სხვებზე მეტად აქტიურია, მსგავსი განსხვავება ერთსა და იმავე ჯიშებსაც ახასიათებთ. იმ დროს, როცა შინაური ბინადარი აქტიურობისთვის ეძებს სხვადასხვა სავარჯიშოს, მათი დამშვიდება სახლის პირობებში რთულდება.

არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის, რა ზომისა და გენეტიკისაა ძაღლი, შესაძლოა, ნებისმიერი სახეობის შინაურმა ცხოველმა გამოავლინოს ჰიპერაქტიური ქცევა, რაც პატრონის ცხოვრებას ართულებს. როგორ უნდა დაამშვიდოთ ძაღლი? გადახედეთ სპეციალისტების 5 რჩევას.

ვარჯიში

Zooclub

ძაღლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, გარეგნული და გონებრივი განვითარებისთვის, ვარჯიშია. ეს ნებისმიერი ხასიათის მქონე ძაღლს ეხება. ზოგიერთი ძაღლი ნახევარი საათი მშვიდი სეირნობითაც კმაყოფილია,
თუმცა,
სხვებს მეტი დატვირთვა სჭირდებათ.

სეირნობა, სირბილი, თამაში ჯანმრთელ ძაღლს ეხმარება, დახარჯოს ენერგია და იყოს ფორმაში. თუ ეს პროცესი 2 საათის განმავლობაში (შესვენებებით) გრძელდება, ის სახლის პირობებში მეტნაკლებად მშვიდდება. თუ შინაურ ბინადარს ამდენ დროს ვერ დაუთმობთ, მიიყვანეთ ის ძაღლების ბაღში ან აიყვანეთ ადამიანი, რომელიც მას გაასეირნებს.

ინტერაქტიური სათამაშოები

Zooclub

ინტერაქტიური სათამაშოები ძაღლის დამშვიდების ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომისა და ფორმის, მთავარია, თქვენი შინაური ბინადარი მისით დაინტერესდეს.

ძაღლს აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას შეიძლება შეუყვარდეს გარკვეული ნივთი და შეეჩვიოს მას. თუ ეს არ მოხდა, ხშირად აჩუქეთ მას ახალი სათამაშო.

წვრთნა

Zooclub

ყველა ძაღლს სჭირდება ელემენტარული სწავლა, რათა ის პატრონს დაემორჩილოს. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ახალი ბინადარი (არ აქვს მნიშვნელობა ლეკვი იქნება თუ ზრდასრული ძაღლი) ზედმეტად აქტიურია, არ გემორჩილებათ და სახლში ნივთებს ხშირად აზიანებს, აუცილებლად დაიწყეთ მისი წვრთნა (შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს ან ინფორმაცია მიიღოთ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან), მაგრამ რა მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, დარწმუნებულნი იყავით, რომ ეს ძაღლისთვის სახალისოა და არ არის მოსაბეზრებელი.

მოვლა და მოთამაშეთა ჯგუფი

Zooclub

მოვლა და ძაღლების მოთამაშეთა ჯგუფი მნიშვნელოვანია თქვენი შინაური ბინადრისთვის. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მეგობრულია თქვენი ძაღლი. ხროვის შეკრება (თუნდაც ერთ შინაურ ცხოველთან კონტაქტი)  და თამაშში ჩაბმა, აქტიურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროს ძაღლი ხარჯავს ენერგიას და იღებს სასიამოვნო ემოციებს. არ არის რეკომენდირებული და აუცილებელი, შინაური ცხოველი გაერიოს ბევრ უცხო ძაღლში. რაც მთავარია, აუცილებლად ადევნეთ თვალი და იყავით მის სიახლოვეს სხვა ცხოველებთან ურთიერთობის დროს.

ადგილის შერჩევა

Zooclub

სეირნობის ან წვრთნის დროს შეარჩიეთ მშვიდი, დაცული ადგილი. გარემო უნდა იყოს თქვენი ძაღლისთვის კომფორტული და, რაც მთავარია, არ უნდა იყოს ხმაურიანი, რათა ცხოველმა განტვირთვა შეძლოს. ძაღლისთვის მნიშვნელოვანია სახლის გარდა კიდევ არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც დამოუკიდებლად გადაადგილდება, ასევე, მშვიდი ატმოსფერო მისთვის შესაფერისი გარემოა. მსგავს სიტუაციაში თქვენთვისაც სასიამოვნო იქნება ოთხფეხა მეგობრის წვრთნა და მასთან ერთად ვარჯიში.

ასევე იხილეთ:

სპეციალისტები: "ძაღლები სიტყვიერ ბრძანებაზე მეტად ჟესტებზე რეაგირებენ"

ძაღლებს ადამიანების მსგავსი ეპიზოდური მეხსიერება აქვთ

5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?