როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ავეჯის ღრღნას
როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი ავეჯის ღრღნას
ლეკვების პატრონების უმრავლესობა აწყდება პრობლემას, როდესაც მათი ბინადრები ღრღნიან ავეჯს და სხვა ნივთებს. მოცემული სტატიიდან თქვენ შეიტყობთ, როგორ შეიძლება ლეკვის გადაჩვევა ზედმეტი წვალების გარეშე ავეჯის ღრღნისგან.

პატარა ძაღლებს ისევე, როგორც ბავშვებს ამოსდით და ეზრდებათ სარძევე კბილები, ექავებათ ღრძილები, უნდათ ყველაფერს გაუსინჯონ გემო. ლეკვები დაუწყებენ ხვრას ყველაფერს, რაც თვალში მოხვდებათ, მათ შორის ავეჯიც.

ლეკვები სარძევე კბილებს 6-8 თვეში იცვლიან. როგორ გადავაჩვიოთ ავეჯის ღრღნას დროის ამ მონაკვეთში?

1. აუცილებელია მივცეთ მას ე.წ. საკბენი ობიექტი. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა მივცეთ ლეკვს
რეზინის, ან რბილი სათამაშო, რადგან მას აქვს ძალიან ბასრი კბილები, ის მათ სწრაფად დაგლეჯს და
მოგიწევთ სხვა სათამაშოს ხელახლა ყიდვა. ამისთვის მშვენივრად გამოდგება სპეციალური ძვლები ძაღლებისთვის, ან პლასტიკატის სათამაშოები.

2. ასევე, იმისათვის, რომ ნელ-ნელა გადავაჩვიოთ ლეკვი ავეჯის ხვრას, აუცილებელია, ღეჭვისთვის გამოსაყენებელი ნივთები მოვაცილოთ ცხოველის მზერის არიდან. ფეხსაცმელი უმჯობესია კარადაში შევინახოთ, ან იქ, სადაც ძაღლი ვერ მისწვდება. ბავშვების სათამაშოები საჭიროა მოაცილოთ რაც შეიძლება შორს. კარადის ყველა კარი დაკეტილი უნდა იყოს, ხოლო დივანის, სავარძელისა და მსგავსთა კუთხეებს სჯობს დაახვიოთ პოლიეთილენი, ან ცელოფანი. ამის გაკეთება არ მოგიწევთ მუდმივად. ეს საჭიროა გაკეთდეს მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ თქვენი ბინადარი დაკარგავს ღეჭვის ინტერესს. ასევე მოქმედი საშუალებაა ძაღლის სახლში გადაადგილების შეზღუდვა. ოთახები, სადაც არის ავეჯი, აუცილებელია იყოს დაკეტილი. ასე შესაძლებელი იქნება ავეჯის დაღრღნისგან თავის დაღწევა იმ დროს, როდესაც სახლში არ ხართ.

3. იმისთვის, რომ გადააჩვიოთ ლეკვი ავეჯის ხვრას, უნდა ანახვოთ ნივთები, რომლის დახვრაც ნამდვილად შეიძლება და მიაჩვიოთ მათ. მაგალითად, ლეკვმა დაიწყო კბილების ლესვა სავარძლის სახელურზე, აუცილებელია მაშინვე წამოარტყათ მსუბუქად, მისცეთ ბრძანება "არ შეიძლება" და მაშინვე მისცეთ სათამაშო, რომელიც შეუძლია, დახრას, ასევე შეაქოთ ბინადარი იმისთვის, რომ დაგიჯერათ. ძაღლის საჭირო საგანზე გადაყვანით თქვენ ნელ-ნელა გადაიტანთ მის ყურადღებას ავეჯიდან და მთლიანად გადართავთ მას ღეჭვისთვის სპეციალურად განკუთვნილ სათამაშოებზე. მათთან აუცილებელია საუბარი მყარი და მშვიდი ტონით. ეცადეთ არ შეაშინოთ.

4. უნდა იყოთ თანმიმდევრული. ოჯახის ყოველი წევრი აქტიურად მონაწილეობდეს ძაღლის გაზრდაში. ასწავლეთ ნათესავებს თავისი ნივთები შეინახონ თქვენი ბინადარის სათამაშოებისგან მოშორებით, რომ არ მოხდეს მათი დაზიანება. ასევე სჭიროა გადაწყვიტოთ, კიდევ რა მეთოდებს გამოიყენებთ ლეკვის დასჯის დროს, რომ გადააჩვიოთ იგი ავეჯის დაზიანებას.

5. არასოდეს მისცეთ უფლება ლეკვს გიკბინოთ. უნდა ასწავლოთ თქვენს ბინადარს სერიოზულად აღიქვას თქვენი ბრძანებები, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ძაღლი დაგიჯერებთ და დაემორჩილება თქვენს ბრძანებებს მაშინვე, როგორც კი წარმოთქვამთ.

totos
შენნაირი ადამიანის ყოლას ძაღლის ყოლა ჯობია, რამ გაგაბოროტა ასე ძალიან რა იყო?
toto
მას ვისაც ძაღლი ყავს, ის ღირსია ავეჯის გაფუჭების და კიდევ ბევრი რამის!
kikiki
წაუსვი წიწაკა და მთელი ცხოვრება აღარ მიეკარება.
liza
იყიდება ლეკვებისთვის სპეციალური სპრეი მწარე გემოთი, მიასხავთ ავეჯს ან იმ ნივთებს რასაც ძაღლი ხრავს და აღარ მიეკარება. ონლაინით შეგიძლიათ გამოიწეროთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?