რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
რატომ არ უნდა დააბათ ძაღლი
არა ერთხელ გვინახავს სოფლებისა და სხვადახვა ქალაქის ეზოებში ჯაჭვით დაბმული ძაღლი, რომელსაც მხოლოდ ერთი მეტრის რადიუსზე შეუძლია გადაადგილება. როგორც კინოლოგები და ცხოველთა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ეს ცხოველისთვის ძალიან საზიანოა. ის, ფაქტობრივად,  მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, დეპრესიაში და სტრესში ცხოვრობს.

ყველა ცხოველს შორის, ძაღლი ყველაზე მეტად სოციალიზირებული არსებაა, მას სჭირდება სივრცე და ადამიანებთან სიახლოვე. ყველაზე საცოდავი, უპატრონო, მშიერი ძაღლიც კი ბედნიერია, დაბმულ ძაღლთან შედარებით. ისინი ხომ არასოდეს იქნებიან თავისუფლები, ვერ გაისეირნებენ, სრულფასოვნად ვერ შეძლებენ თამაშს, რაც ძაღლისთვის აუცილებელია.

და მეტიც, დაბმული ძაღლის ფსიქიკა რადიკალურად
იცვლება. ის შესაძლოა, საშიში გახდეს ადამიანებისა  და თვით, პატრონისთვისაც. მარტოხელა ძაღლს ეწყება სერიოზული პრობლემები -
ფსიქიკური აშლილობა. რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ის ხვდება, რომ მთელი თავისი ცხოვრება უნდა იყოს იქ, სადაც არ სურს, თუმცა, ვერ ცვლის ვერაფერს.

"იმის მაგივრად , რომ ძაღლმა დაიცვას თავისი საკუთრება, მას ნელ-ნელა უვითარდება საკუთარი თავის შიში. ასეთი ძაღლები ვერ ახდენენ სოციალიზაციას ადამიანებთან. დაბმული ძაღლი ათვიცნობიერებს და ფიქრობს - "მე არ შემიძლია ამ ადგილიდან წასვლა, ამიტომ მე მხოლოდ თქვენი შეშინება ან მოახლოების შემთხვევაში კბენა შემიძლია."- ამბობს ცხოველთა ქცევის კორექციის ექსპერტი როლან ტრიპი (AnimalBehavior.net).

დაიმახსოვრეთ, რომ ძაღლი ყველაზე სოციალური ცხოველია. მისი სამუდამო დაბმა, ასოცირდება ადამიანის სამუდამო პატიმრობასთან, არადა, მას ხომ არაფერი დაუშავებია?! მისთვის აუტანელია ადამიანების, თბილი დამოკიდებულებისა და სიყვარულის გარეშე ყოფნა. გაუნაწილეთ მას სიყვარული და სითბო, აგრძნობინეთ, რომ ის თქვენი მეგობარია და ისიც ერთგულებით გიპასუხებთ. ძაღლს არ სჭირდება დაბმა, იმისათვის რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დაგიცვათ და სახლს უდარაჯოს.

ბესკა
საშინელებაა ძაღლის დაბმა! მე ჩემი ძაღლი არასოდეს დამიბია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?