ეს ძაღლები სხვადასხვა მიზეზის გამო გაჭირვებაში ჩავარდნენ, მაგრამ კეთილი ადამიანების წყალობით, მათი ამბავი კარგად დამთავრდა. მათ თავშესაფრის, ცხოველთა გადარჩენის ცენტრის მოხალისეები და შემთხვევითი გამვლელები ეხმარებოდნენ.
ჩვენ მოგითხრობთ მათ ისტორიებს, რაც იმის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს, თუ რამდენად დაუშვებელია ადამიანის გულგრილობა.
რასტი
ეს საწყალი ბიჭი მონრეალის ქუჩებში იპოვეს. ის საშინლად გამოიყურებო
მაილი
მაილი ნაგავსაყრელზე იპოვეს. ძაღლი მძიმედ იყო დაჭრილი და თითქმის ვეღარ მოძრაობდა. ახლა მაილი ჯანმრთელია და ახალ პატრონებთან ბედნიერად ცხოვრობს.
კენზი
კოკერ სპანიელი კენძი პატრონების ცუდი დამოკიდებულების მსხვერპლი შეიქნა. კენზის გადარჩენა მოხერხდა. ახლა ეს ძაღლი იმის მაგალითად იქცა, თუ როგორ შეიძლება, შეცვალოს შინაური ბინადარი სიყვარულმა და ზრუნვამ.
ელენი
ელენი ერთ-ერთმა თავშესაფარმა აიყვანა, ცხოველთა დახმარების ფონდი კი დაეხმარა პატარას თითქმის ერთი კილო აბურდული ბეწვისგან გათავისუფლებაში. ახლა ეს ორი წლის ძაღლი თავშესაფარში ახალ პატრონს ელოდება.
დოლი
ერთმა ქალბატონმა შეამჩნია, რომ ეს შესანიშნავი პუდელი ლოს-ანჟელესის ერთ-ერთ ნაგავსაყრელზე იკვებებოდა. შინაურ ცხოველთა დახმარების ფონდი ძაღლს დაეხმარა კვლავ ფუმფულა გამხდარიყო - დოლის წონის დიდ ნაწილს ხომ სწორედ დახვეული ბეწვი შეადგენდა.
თეო
თეო პატრონმა მიატოვა. ცხოველმა ქუჩაში ერთ წლამდე იცხოვრა, შემდეგ ფონდ "ოთხფეხა ცხოველების იმედმა" იპოვა და გადაარჩინა.
პატარა ბეტი
პატარა ბეტი პატრონებმა ქუჩაში დატოვეს. ძაღლი საშინლად გამოიყურებოდა. იგი თავშესაფარში წაიყვანეს. ახლა ბეტი მზად არის, შეხვდეს ახალ პატრონს, რომელსიც მას ძალიან შეიყვარებს.
ვუდი
პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ვუდი გარეთ დარჩა. რამოდენიმე თვის განმავლობაში, ის იმალებოდა და ახლოს არავის იკარებდა. ვუდი ერთი თვალით დაბრმავდა, მაგრამ მაშველებმა შეძლეს მისი სიცოცხლის გადარჩენა.
ტრეისი
ტრეისი ჯიშიანი მინიატურული პუდელია. ის პატრონის დაუდევრობის მსხვერპლი შეიქნა. საბედნიეროდ, იგი შემთხვევით ახლოს მიმავალი ავტომობილიდან დაინახეს და ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში მიიყვანეს. ჭუჭყიანი, აბურდული ბეწვის გამო, მას სიარული თითქმის არ შეეძლო. ვეტერინარებმა ძაღლი გამოაჯანმრთელეს და ფორმაში მოიყვანეს.
ალანი
როდესაც ალანი თავშესაფარს გადასცეს, ის საერთოდ არ გავდა ძაღლს. მას მერე, რაც ის გაკრიჭეს, აღმოჩნდა, რომ ალანი ასაკით პატარა და ძალიან მეგობრული ყოფილა. მან უკვე იპოვა ახალი სახლი.
ბუ
ბუ გზისპირიდან აიყვანეს და უახლოეს თავშესაფარში მიიყვანეს. ჭუჭყიანი ბეწვის ქვეშ მინიატურული და უსაყვარლესი ძაღლი იმალებოდა.
იგგი
მომაკვდავი ძაღლი მექსიკაში იპოვეს. მას თვალის საშინელი ინფექცია ჰქონდა. ფეისბუქზე პოსტის წყალობით, საჭირო რაოდენობის თანხა შეგროვდა იმისთვის, რომ ძაღლი ამერიკაში გადაეყვანათ და იქ ემკურნალათ. ახლა იგი ადგილზე არ ჩერდება - ის სულ დარბის და თამაშობს.
ვიტა
ვიტა ნაგავსაყრელთან იპოვეს, ის საოცრად ძალაგამოცლილი იყო. მაშველებს რამოდენიმე თვე დასჭირდათ, რომ ძაღლი განეკურნათ და ღონეზე მოეყვანათ. ახლა ვიტა შესანიშნავად გამოიყურება.
კედრი
კედრი გოლფის იმ მინდვრის საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლის შორიახლოსაც იპოვეს. ძაღლი ძალიან შელახული იყო. ტყავის ქვეშ ნეკნები უჩანდა. ახლა კედრი დიდ სახლში ცხოვრობს და მას მშვენივრად უვლიან.
ოლივია
ფოტოზე მარჯვნივ ოლივია იმ დღესაა გადაღებული, როდესაც მისმა ახალმა პატრონებმა აიყვანეს თავშესაფრიდან, ხოლო მარცხენა ფოტო ერთი წლის წინანდელ ყოფას ასახავს.
შრეკი
შრეკი ჭუჭყიანი ბეწვის გორგლებით და ჭრილობებით იყო დაფარული. ვეტერინარებმა ის გაკრიჭეს, დაბანეს და განკურნეს. იგი 6 წლის მალტიპუს ჯიშის ძაღლი აღმოჩნდა და პატრონიც მალე გამოუჩნდა.
რა თქმა უნდა, თქვენს ქალაქშიც იქნება შინაურ ცხოველთა თავშესაფარი. მათ ყოველთვის სჭირდებათ როგორც მოხალისეების, ასევე ფინანსური დახმარებაც. გარდა ამისა, შესაძლოა, შეგხვედრიათ გაჭირვებაში ჩავარდნილი ოთხფეხა ცხოველები. ნურასოდეს ჩაუვლით მათ გულგრილად, აუცილებლად დაეხმარეთ!