ბრეტ ბენეტმა ორი ხვადი როტვეილერი თავშესაფრიდან აიყვანა. ისინი ძმები იყვნენ და ერთად გაიზარდნენ. ბრუტუსი და ხენკი არასოდეს დაუშორებიათ ერთანეთს, ამიტომ მამაკაცმა გადაწყვიტა, ორივე ძაღლი წაეყვანა სახლში.
ორ-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, ხენკი მძიმედ დაავადდა. მათი ხანმოკლე ბედნიერი ცხოვრება ერთმა ღამემ შეცვალა, როდესაც ბრუტუსს ძმა დაეღუპა.
"ალბათ იგრძნო ბრუტუსმა, რომ რაღაც ცუდი მოხდა. ის ადგა შუა ღამეს მიაუხლოვდა თავის ძმას, თუმცა, ხენკი არ მოძრაობდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. 2-წლიანი
ძაღლს არ უნდოდა თავის გარდაცვლილ ძმასთან განშორება. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი.
იხილეთ ვიდეო
"ერთი კვირა გავიდა, თუმცა, ჩემი ძაღლი ისევ დარდობს და საკვებსაც არ ჭამს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს თავის ძმასთან სამუდამო განშორებას. როგორც ყოველთვის, არ მიყვარს დრამატული ვიდეო რგოლების გამოქვეყნება, თუმცა, მინდოდა მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ ცხოველს ადამიანზე მეტი თანაგრძნობა და სიყვარული შეუძლია."- ამბობს ბრეტი.
ასევე იხილეთ:
ბელიაშვილის ქუჩის ძაღლი...
ვერ წარმოიდგენთ, რა გააკეთა გოგონამ უპატრონო ძაღლისთვის
რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?