კაცმა გზის პირას დაბმული გაყინული ძაღლი შეამჩნია. მისი რეაქცია ცრემლისმომგვრელი იყო...
კაცმა გზის პირას დაბმული გაყინული ძაღლი შეამჩნია. მისი რეაქცია ცრემლისმომგვრელი იყო...
სიცივე და ყინვა საშიშია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ ცხოველს სქელი ბეწვი აქვს, იგი მას ყინვისგან დაიცავს. მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. სინამდვილეში ძაღლები, განსაკუთრებით სახლის, ძალიან მძიმედ იტანენ ყინვას.

ეს ისტორია არის კაცზე, რომელიც ერთხელ უბრალოდ თავის საქმეებზე მიუყვებოდა გზას და უეცრად გზის პირას აკანკალებული ძაღლი შეამჩნია. გასაგები იყო, რომ ცხოველი იყინებოდა. როგორც ჩანდა, ის ვიღაცამ ბოძზე მიბმული დატოვა ფოსტის განყოფილების გვერდით, ამიტომ გაქცევის შანსი არ ჰქონდა. ალბათ ძაღლის პატრონმა ფოსტაში შესვლა გადაწყვიტა, ძაღლი კი
გარეთ დატოვა, იმის მიუხედავად, რომ იმ დღეს ყინვა -18 გრადუსს აღწევდა. ჩანდა, რომ პატრონი შეყოვნდა
ფოსტაში, ძაღლი კი გაყინვის პირას იყო.

Zooclub

ის, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, უბრალოდ წარმოუდგენელია. იგი ჩაიმუხლა, ძაღლი ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. მის გათბობას ცდილობდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ პატრონი დაბრუნდა. წარმოდგენაც კი შემზარავია, თუ რით შეიძლება დასრულებულიყო ისტორია, ეს გულისხმიერი ადამიანი საბრალო ძაღლს დროზე რომ არ დახმარებოდა.

თუ შეიძლება, იყავით ყურადღებით და არ დატოვოთ ცხოველი ყინვაში. ასევე დაუკვირდით შემაშფოთებელ სიმპტომებს: კანკალს, სუსტ პულსს, ცხოველის მერ დახმარების თხოვნას, ცივი ყურები და კიდურები. სხეულის გაციებამ ცხოველი შეიძლება არა მხოლოდ გაციებამდე და გაყინვამდე მიიყვანოს, არამედ ლეტალურ დასასრულამდე.
არასოდეს დატოვოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ყინვაში, ასევე დაეხმარეთ და გადაარჩინეთ ცხოველები, რომელთაც ქუჩაში ყინვისგან დაღუპვა ემუქრებათ!


sofo
გამითბა გულიიიი....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?