როგორ მოხვდა ამ ადგილზე ძაღლი პატრონმაც კი არ იცის (+ვიდეო)
როგორ მოხვდა ამ ადგილზე ძაღლი პატრონმაც კი არ იცის (+ვიდეო)
პატრონი ძაღლს ასეირნებდა, როცა მოულოდნელად, გზასთან ახლოს, ციყვი გამოჩნდა. ძაღლი გაექცა პატრონს და ციყვს გაეკიდა. სწორედ, ამ ფაქტმა გამოიწვია ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზის გადაკეტვა კალიფორნიაში. 

"ყოველივე ეს წამებში მოხდა, როცა სმოკი ციყვს გაეკიდა, ვერ დავინახე, თუ საით გაიქცა. რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ განწირული ყმუილის ხმა მომესმა. ავიხედე ზევით და ძაღლი კლდის ხვრელში იყო. დღემდე ვერ ვიგებ, როგორ მოხვდა იქ."- ამბობს ძაღლის პატრონი.

იმისათვის, რომ ძაღლი კლდიდან ჩამოეყვანათ, რამდენიმე წუთი საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. საბედნიეროდ, მაშველებმა სმოკი უვნებლი მიუყვანეს პატრონს.

"იმედია, მსგავს
რამეს აღარ გაიმეორებს, ძალიან შეშინებული და უმწეო იყურებოდა ქვევით."- ამბობს სმოკის პატრონი.

იხილეთ ვიდეო


ასევე
იხილეთ:

გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს

ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა

დაკარგული ძაღლი სახლიდან 4 ათასი კილომეტრის დაშორებით იპოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?