"მეზობელმა სასამართლოში განაცხადა, რომ ძაღლები ყეფდნენ 18-დან 24 საათამდე გაუჩერებლად, რაც სიმართლეს არ შეეფერება."- ამბობს გოგონა.
ესპანეთის ქალაქ გრანადაში მცხოვრებმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაეცვათ. მათ დაიქირავეს კერძო დეტექტივი, რომელიც სახლს მთელი ღამე დარაჯობდა, ამოწმებდა ძაღლები ხშირად ყეფდნენ თუ არა და ყოველივეს ვიდეო კამერით იღებდა. დეტექტივმა წარადგინა ვიდეო ჩანაწერი სასამართლოში, რათა დაემტკიცებინა, რომ ცხოველები არავის არაფერს უშავებდნენ.
მეზობელთან კომფლიქტის გამო, ოჯახი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინათ და ძაღლებთან ერთად დროებით სხვაგან გადასულიყვნენ. მეზობელი მამაკაცი სასამართლოში აცხადებს, რომ ძაღლების გაუჩერებელი ყეფის გამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ითხოვს ძაღლების მოკვლას.
პეტიციის გვერდზე, რომელიც ცოლ-ქმრის შვილმა შექმნა, ხალხი ითხოვს, ოჯახს ბრალდება მოუხსნან.
ასევე იხილეთ:
წერილი მეზობელს: "იქნებ თქვენი მცენარეები სხვა ფანჯარასთან მოათავსოთ?"
ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა
თუთიყუშმა მთვრალი პატრონი პოლიციაში "ჩაუშვა" და მასთან ერთად ციხეში აღმოჩნდა