მამამ მთელი ღამე ცხოველების თავშესაფართან გაატარა, რათა შვილისთვის ძაღლი ეჩუქებინა
მამამ მთელი ღამე ცხოველების თავშესაფართან გაატარა, რათა შვილისთვის ძაღლი ეჩუქებინა
რაც მამამ 5 წლის შვილისთვის გააკეთა, ნამდვილად შექების ღირსია. რობერტ ლუკასმა თავისი პატარა ვაჟი წაიყვანა ცხოველების თავშესაფარში, რომ ბავშვს სასურველი ძაღლი შეერჩია. ბიჭმა არჩევანი შეაჩერა ტერიერის მეტისის ჯიშის ძაღლზე, რომელსაც გიბსი ქვია. გიბსი ახალი მიყვანილი იყო თავშესაფარში, ამიტომ რამდენიმე დღე მისი გაჩუქება არ შეიძლებოდა.

თავშესაფრის თანამშრომლებმა ბიჭის მამას უთხრეს, რომ ძაღლის აყვანა რამდენიმე ადამიანს სურდა.

როდესაც თენდებოდა ის დღე, როცა ძაღლის გაჩუქება უკვე შესაძლებელი იყო, რობერტი განიცდიდა, ძაღლი სხვა ადამიანზე არ გაჩუქებულიყო.

"ჩემი ვაჟი დღეებს ითვლიდა, როდის მოვიყვანდით გიბის სახლში."-
ამბობს რობერტი.

მამაკაცმა გადაწყვიტა, ღამე წასულიყო თავშესაფართან, რათა ვინმეს არ მიესწრო. ის მთელი ღამე ელოდებოდა,
როდის გააღებდნენ თავშესაფრის კარს, რომ ძაღლი  წამოეყვანა. 

Zooclub

"არ ვნანობ, რომ მთელი ღამე თავშესაფართან გავათენე. ჩემი შვილი მთელი დღეები გიბსიზე ლაპარაკობდა, სულმოუთქმელად ელოდებოდა მას და როცა ძაღლი სახლში მივიყვანე, ის უბედნიერესი იყო. ძაღლმა ჩემს შვილს სიხარული და ბედნიერება აჩუქა, მოყვანის დღიდან ისინი სულ ერთად არიან."- ამბობს რობერტ ლუკასი.

ასევე იხილეთ:

ძაღლი კლინიკაში შეიპარა, რათა პატრონი ენახა

ოჯახთან მისული უჩვეულო სტუმარი

მამა-შვილი ქალქაგარეთ მოტოცილებით სეირნობდნენ, როდესაც ამ ფაქტის მომსწრენი გახდნენ


მე
თავის დროზე აქ ჩვენთან რამდენი ათენებდა, არა ერთ ღამეს, ოღონდ პურის რიგში!!!!!!! და რა მოხდა ღამე თუ გაათენა????????????????????????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?